შს სამინისტრომ, ქალაქ ახმეტაში, იმიტირებული უსაფრთხო ქალაქი, სახელწოდებით - „ეს ჩემი ქალაქია“ წარმოადგინა
01-10-2017, 17:37

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შს სამინისტრომ, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სოციალური კამპანიის - „შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის“ ფარგლებში, ქალაქ ახმეტაში, ბიძინა ჩოლოყაშვილის ხსენების დღესთან დაკავშირებით გამართულ სახალხო დღესასწაულზე იმიტირებული უსაფრთხო ქალაქი, სახელწოდებით - „ეს ჩემი ქალაქია“ წარმოადგინა.

 


იმიტირებული ქალაქის საგამოფენო სივრცეში შსს-ს საპატრულო, სასაზღვრო და დაცვის პოლიციამ, ასევე, განსაკუთრებულ დავალებათა და საექსპერტო-კრიმინალისტიკურმა დეპარტამენტებმა ტრანსპორტისა და აღჭურვილობის გამოფენა მოაწყეს. აქვე წარმოდგენილი იყო შსს-ს სპორტული კლუბი MIA Force-ის სარბოლო ავტომობილები და ფოტოგამოფენა.

 


„ბავშვებს შესაძლებლობა ჰქონდათ: „112-ის კოსმოსურ ხომალდში“ მონაწილეობა მიეღოთ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, სპეციალურად მათთვის შექმნილ კომპიუტერულ თამაშებში, შსს-ს მომსახურების სააგენტოს შემეცნებით-გასართობ კუთხეში, ველოსიპედის მართვის მოწმობის მოსაპოვებლად, სახალისო თეორიული და პრაქტიკული გამოცდა ჩაებარებინათ, შსს-ს აკადემიის ვირტუალურ ტირში, ინსტრუქტორის დახმარებით, პოლიციელის როლი მოერგოთ, სახანძრო-სამაშველო ტექნიკა დაეთვალიერებინათ და გასაბერ სასრიალო ბატუტზე ესრიალათ. სტუმრებს მეგზურობა შსს-ს აკადემიის მიერ წარმოდგენილმა ანიმაციურმა გმირმა, „პოლიმ“ გაუწია.

 

 

იმიტირებული ქალაქის საზღვრებს შსს-ს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლები და სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლები იცავდნენ, ხოლო სტუმრების უსაფრთხოებასა და წესრიგზე პატრულ-ინსპექტორები ზრუნავდნენ.

 

 

ახმეტობის დღესასწაულზე, შსს-ს სხვადასხვა დანაყოფის ხელმძღვანელებთან და თანამშრომლებთან ერთდ, შს მინისტრის მოადგილე დავით ვარდიაშვილი იმყოფებოდა. დავით ვარდიაშვილი ახმეტის კულტურის სახლში სპეციალურად ამ დღისთვის გამართულ კონცერტს დაესწრო, გამოფენა დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას, ასევე, მოწვეულ სტუმრებს, ახმეტობის დღესასწაული მიულოცა“, აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი