საქართველო-სომხეთის საზღვარზე, სომხეთის ტერიტორიაზე, ახლადაშენებული საბაჟო გამშვები პუნქტი „ბავრა“ გაიხსნა
02-10-2017, 13:22

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველო-სომხეთის საზღვარზე, სომხეთის ტერიტორიაზე, ახლადაშენებული საბაჟო გამშვები პუნქტი „ბავრა“ გაიხსნა. ფინანსთა სამინისტროს ცნობით, ოფიციალური გახსნის ცერემონიას საქართველოს დელეგაცია, პირველი ვიცე პრემიერის, ფინანსთა მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის ხელმძღვანელობით დაესწრო.

 

 

საქართველო-სომხეთის საზღვარზე, დელეგაციას სომხეთის ინვესტიციების მინისტრი სურენ კარაიანი და შემოსავლების კომიტეტის თავმჯდომარე ვართან არუთუნიანი დახვდნენ.

 

 

ბავრას საბაჟო გამშვები პუნქტი ოფიციალურად სომხეთის პრეზიდენტმა, სერჟ სარგსიანმა გახსნა.

 

 

საქართველოს დელეგაციას ფინანსთა სამინისტროს ასევე შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე - საბაჟო დეპარტამენტის უფროსი ვახტანგ ლაშქარაძე, აღნიშნული სამსახურის უფროსის მოადგილე ირაკლი შარტავა და ფინანსური დეპარტამენტის უფროსი გიორგი გომარელი წარმოადგენდნენ.

 

 

სტუმრებმა საბაჟოზე არსებული ვეტერინარული, სანიტარული და ფიტოსანიტარული შემოწმების ზონები, მგზავრთა მომსახურების დარბაზი, თანამედროვე რენტგენო სკანერი და სხვა საბაჟო მოწყობილობა მოინახულეს. ბავრას“ ტერიტორიაზე კინოლოგიური სამსახურიც ფუნქციონირებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი