ირაკლი ღარიბაშვილი: როდესაც კრიტიკას ვიმსახურებთ, უნდა მივიღოთ
04-02-2014, 19:15

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

 საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ბრიუსელში ვიზიტისას, ბიძინა ივანიშვილის დღევანდელ შეხვედრასთან დაკავშირებით შეფასება გააკეთა. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ობიექტური კრიტიკა ყოველთვის მისაღებია.

 

 

"როდესაც კრიტიკას ვიმსახურებთ, უნდა მივიღოთ. ამაში უცნაური არაფერი არ არის. მე აბსოლუტურად ვიზიარებ და ვამბობ, რომ აბსოლუტურად ზუსტი ფორმულირება გააკეთა ბიძინა ივანიშვილმა, როცა მან თქვა, რომ ეკონომიკური ვარდნა ჩვენ არ გვქონია, ეს, მართლაც, ასეა. ჩვენ არ გვქონია ეკონომიკური ვარდნა, იყო შეფერხება, რაც გამოწვეული გახლდათ ეკონომიკის გაჯანსაღების პროცესით. ეს პროცესი დაიწყო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ.

 

 

საქართველოში მოგეხსენებათ, რომ გასული წლების განმავლობაში "ნაციონალური მოძრაობა" ეკონომიკას აჯანსაღებდა მხოლოდ ხელოვნური სტიმულატორების საშუალებებით. იცით, რომ ბიზნესებს ატერორებდნენ. ჩვენ დავიწყეთ ნორმალურად, კლასიკურად, ევროპულად. ეკონომიკის გაჯანსაღება და ზრდა უკვე სახეზეა. ბოლო თვეების განმავლობაში ჩვენ გვქონდა 8,1 და 8,4 %-ით ზრდა ნოემბერ-დეკემბერში. ამ წელს გვაქვს 5%-იანი ზრდა გათვლილი, მაგრამ მსოფლიო ბანკის პროგნოზით ჩვენ გვექნება 6,3%-იანი ზრდა საქართველოში", – განაცხადა პრემიერმა.

 

 

შეგახსენებთ რომ, დღეს, არასამთავრობო ორგანიზაცია "მოქალაქის" პრეზენტაციაზე ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ არ ეთანხმება ირაკლი ღარიბაშვილს, რომ ახალი ხელისუფლების პირობებში იყო ეკონომიკური ვარდნა. "კრიტიკაზე თუ გაინტერესებთ, ღარიბაშვილს გავაკრიტიკებდი იმის გამო, რომ გამოიყენა არასწორად ტერმინი, თითქოს ახალი ხელისუფლების პირობებში ჩვენ გვქონდა ეკონომიკური ვარდნა.

 

 

არ ვეთანხმები, რომ ჩვენ გვქონდა ეკონომიკური ვარდნა. ჩვენ მოვედით და დავიწყეთ გაჯანსაღება იმ პროცესით, როგორითაც "ნაციონალური მოძრაობა" ბიუჯეტს ავსებდა და როგორც მართავდნენ ეკონომიკას, ის რესურსები მათაც ამოწურული ჰქონდათ. ბიზნესი პრაქტიკულად გამოწურული იყო. ხე რომ წვეროთი დავრგოთ მიწაში, დაახლოებით ეს ხდებოდა ქართულ ეკონომიკაში. ჩვენ გადმოვაბრუნეთ ეს ხე, ფესვები გავუჯანსაღეთ და დრო სჭირდება, რომ გაიზარდოს. ის ეკონომიკა კი ვერ გაიზრდებოდა და კოლაფსს მიიღებდნენ",- განაცხადა ივანიშვილმა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

http://kvira.ge/?p=6255 

კომენტარები: 5
#5   igeekbook
      
Wow, cool post. I’d like to write like this too – taking time and real hard work to make a great article… but I put things off too much and never seem to get started. Thanks though. https://igeekbook.com/
8 ივნისი 2023 20:12
#4   jhony
      
Great Information sharing. I am very happy to read this article. thanks for giving us go through info.Fantastic nice. I appreciate this post. https://hurawatchh.com/
2 თებერვალი 2023 11:46
#3   techmartin
      
I was taking a gander at some of your posts on this site and I consider this site is truly informational! Keep setting up.. watch movies online
10 დეკემბერი 2022 14:32
#2   tech
      
Wow! Such an amazing and helpful post this is. I really really love it. It's so good and so awesome. I am just amazed. I hope that you continue to do your work like this in the future also. สมัคร สล็อต xo
3 ივნისი 2022 22:03
#1   tech
      
Hi! This is my first visit to your blog! We are a team of volunteers and new initiatives in the same niche. Blog gave us useful information to work. You have done an amazing job! สล็อต joker ฝาก ถอน ไม่มี ขั้น ต่ำ
26 აპრილი 2022 21:31
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი