შეერთებულმა შტატებმა ქვეყნიდან 15 კუბელი დიპლომატი გააძევა
03-10-2017, 20:23

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ქვეყნიდან 15 კუბელი დიპლომატი გააძევა, განაცხადა რა, რომ ჰავანამ ვერ უზრუნველყო დაეცვა ამერიკელი დიპლომატები საიდუმლოებით მოცული ბგერითი თავდასხმებისაგან.

 


როგორც BBC იუწყება, კუბელ დიპლომატებს 7 დღე მიეცათ ქვეყნის დასატოვებლად.

 


სახელმწიფო დეპარტამენტის აღნიშნული ნაბიჯი მას შემდეგ გადადგა, რაც ვაშინგტონმა გასულ კვირას ჰავანაში აშშ-ის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელთა ნახევარზე მეტის გამოყვანის გადაწყვეტილება მიიღო.

 

 

შეერთებული შტატები კუბის დედაქალაქში მდებარე მისი საელჩოდან თანამშრომლების უდიდეს ნაწილს გამოიყვანს მას შემდეგ, რაც ისინი „ბგერითი თავდასხმების“ მსხვერპლნი გახდნენ.

 

 

აშშ-ის კუბის საელჩოში მომუშავე დაახლოებით ორი ათეული ამერიკელი დიპლომატი ჯანმრთელობის პრობლემებს უჩიოდა.

 


„გადაწყვეტილება მიღებულ იქნა კუბის მარცხის გამო, გადაედგა სათანადო ნაბიჯები დაეცვა ჩვენი დიპლომატები, ვენის კონვენციის ვალდებულებების შესაბამისად“, ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, რექს ტილერსონის სამშაბათს გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

„ჩვენ განვაგრძობთ დიპლომატიური ურთიერთობების შენარჩუნებას კუბასთან და განვაგრძობთ თანამშრმლობას კუბასთან და გავაგრძელებთ ამ თავდასხმების გამოძიებას“, აცხადებს ტილერსონი.

 

 

კუბა აღნიშნულ თავდასხმებში მის ჩართულობას კატეგორიულად უარყოფს.

 

 

შეერთებულმა შტატებმა და კანადამ პირველად აგვისტოში განაცხადეს, რომ ჰავანაში მათ დიპლომატებს თავის ტკივილები და სმენის დაკარგვა აღენიშნებოდათ. კანადის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო მას შემდეგ, რაც კუბაში მყოფმა თავისმა დიპლომატმა თავის ტკივილების და სმენის დაკარგვის ჩივილებით დაიწყო მკურნალობა.

 

 

შეერთებული შტატების ოფიციალური პირები დარწმუნებულები არიან, რომ ეს სიმპტომები განგებ გამოიწვიეს ბგერითი მოწყობილობებით, რომლებიც დიპლომატების სახლების გარეთ ან შიგნით იყო დამონტაჟებული.

 

 

ოფიციალური პირები, რომლებსაც კვლევებთან აქვთ შეხება, ვარაუდობენ, რომ შეიძლება ამ საქმეში მესამე ქვეყანა, მაგალითად რუსეთი იყოს გარეული.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი