ახალი კვლევა აფრთხილებს - ავსტრალიის უდიდეს ქალაქებში 2040 წლისთვის ტემპერატურამ შესაძლოა, 50C-ს მიაღწიოს
04-10-2017, 09:21

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ავსტრალიის ორ უდიდეს ქალაქში რამდენიმე ათწლეულში ტემპერატურამ შესაძლოა 50C-ს მიაღწიოს, ნათქვამია კვლევაში.

 


როგორც BBC იუწყება, მეცნიერების თქმით, ზაფხულის პერიოდში ასეთი მაღალი ტემპერატურა სიდნეის და მელბურნს მაშინაც კი ემუქრება, თუკი პარიზის შეთანხმებით გლობალური დათბობის შედეგად ტემპერატურის ზრდა 2C-ზე დაბლა იქნება შეჩერებული.

 


ავსტრალიის ეროვნული მეტეოროლოგიური ბიუროს ცნობით, სიდნეიში 2013 წელს სიცხის რეკორდული მაჩვენებელი, 45.8C დაფიქსირდა, მელბურნში კი 46.4C - 2009 წელს.

 


კვლევამ ამინდის პროგნოზი მხოლოდ ვიქტორიასა და ნიუ საუს ვეილსისთვის გამოიკვლია, მაგრამ მკვლევარებმა თქვეს, რომ ტემპერატურის მატება ავსტრალიის დანარჩენ ნაწილებშიცაა მოსალოდნელი.

 


„გლობალურად ერთ-ერთი ყველაზე ცხელი წელი - 2015-ში - შესაძლოა საშუალო წელი იყოს 2025-სთვის“, განაცხადა კვლევის ხელმძღვანელმა, ავსტრალიის ეროვნული უნივერსიტეტის დოქტორმა, სოფი ლუისმა.

 


კვლევა, რომელშიც მელბურნის უნივერსიტეტიცაა ჩართული, და რომელიც სამეცნიერო ჟურნალ „Geophysical Research Letters“-ში გამოქვეყნდა, ამბობს, რომ კლიმატის ცვლილების შესახებ ქმედებების განხორციელება არსებით გამოწვევად რჩება.

 


თუკი გლობალური დათბობა 2C-ით მოხდა, დოქტორი ლუისი აცხადებს, რომ ავსტრალიის მთავარ დიდ ქალაქებში 2040 წლიდან 2050 წლებში ტემპერატურამ შესაძლოა 50C-ს მიაღწიოს.

 


ქვეყნის დამოუკიდებელი კლიმატის საბჭოს თანახმად, ავსტრალიის ბოლო ზაფხული განსაკუთრებული სიცხით გამოირჩეოდა და ასწლეულების რეკორდი მოხსნა, მაშინ როცა ზამთარი ყველაზე თბილი იყო.

 


გასულ თვეს ავსტრალიელები გააფრთხილეს, რომ 2017-18 წლის სეზონზე უკონტროლო ტყისა და ბუჩქების ხანძრებისთვის მოემზადონ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი