კატალონიის დამოუკიდებლობის გამოცხადება „დღეების საქმეა“ - მეფე ფილიპე VI აცხადებს, რომ ესპანეთში მდგომარეობა „უკიდურესად სერიოზულია“
04-10-2017, 10:26

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

კატალონიის მიერ ესპანეთიდან გამოყოფისა და დამოუკიდებლობის გამოცხადება დღეების საქმეა, განუცხადა BBC-ს ავტონომიური რეგიონის ლიდერმა, კარლეს პუჩდემონმა.

 


კვირას ჩატარებული რეფერენდუმის შემდეგ მის პირველ ინტერვიუში მან თქვა, რომ მისი მთავრობა „ამ კვირის ბოლოსათვის ან მომავლი კვირის დასაწყისისათვის იმოქმედებს“.

 


ამასობაში კი ესპანეთის მეფემ, ფილიპე VI-მ განაცხადა, რომ კენჭისყრის ორგანიზატორები თავიანთ თავს „კანონის მიღმა“ აყენებენ.

 


მან თქვა, რომ ესპანეთში მდგომარეობა „უკიდურესად სერიოზულია“ და მოუწოდა ერს ერთიანობისაკენ.

 


კატალონიის გასწვრივ ასეულობით ათასი ადამიანი აპროტესტებს კვირას, კენჭისყრის დღეს ესპანეთის პოლიციის ძალადობრივ ქმედებებს, რომლის დროსაც დაახლოებით 900-მა მოქალაქემ მიიღო დაზიანებები. ადგილობრივი სამედიცინო ოფიციოზის თქმით, ამავე დღეს ასევე დაზიანებები მიიღო პოლიციის 33-მა ოფიცერმა.

 


BBC -ს შეკითხვაზე - რას იზამდა, თუკი ესპანეთის მთავრობა ინტერვენციას მოახდენს და კატალონიის მთავრობაზე კონტროლს დაამყარებს - კატალონიის პრეზიდენტმა, კარლეს პუჩდემონმა განაცხადა, რომ ეს იქნება „შეცდომა, რაც ყველაფერს შეცვლის“.

 

 

(კატალონიის ლიდერი კარლეს პუჩდემონი)

 

 

პუჩდემონმა თქვა, რომ ამჟამად მის უფლებამოსილებაგადაცემულ ადმინისტრაციასა და მადრიდის მთავრობასთან კონტაქტი არ ყოფილა.

 


იგი არ ეთანხმება ევროპული კომისიის ორშაბთს გაკეთებულ განცხადებას, რომ კატალონიის მოვლენები ესპანეთის შიდა საკითხს წარმოადგენს.

 


კატალონიის ლიდერთან ინტერვიუ ბრიტანეთის სამაუწყებლო კორპორაციამ ესპანეთის მეფის მიერ სიტყვის წარმოთქმიდან მალევე ჩაწერა.

 


ერისადმი სატელევიზიო მიმრათვაში, მეფემ განაცხადა, რომ კატალონიის ლიდერებმა, რომელთაც რეფერენდუმი მოაწყვეს, აჩვენეს თავიანთი „უპატივცემულობა სახელმწიფოს ხელისუფლებისადმი“.

 

 

(ესპანეთის მეფე ფილიპე VI)

 


„მათ დაარღვიეს დემოკრატიული პრინციპები და კანონის უზენაესობა.

 


„დღეს, კატალონიის საზოგადოება გაყოფილია“, თქვა მეფემ და გამაფრთხილებლად განაცხადა, რომ რეფერენდუმის კენჭისყრამ შესაძლოა, მდიდარი ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონის და მთელი ესპანეთის ეკონომიკა რისკის ქვეშ დააყენოს.

 

 

კატალონიის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ 1-ელი ოქტომბრის რეფერენდუმის კენჭისყრაში მონაწილეთაგან, 90%-მა ხმა დამოუკიდებლობას მისცა. საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა 42.3% გამოცხადდა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი