ლას ვეგასის სროლები: სტივენ პადოკის მეგობარი ქალი შეერთებულ შტატებში ჩავიდა
04-10-2017, 15:41

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

64 წლის ამერიკელი სტივენ პადოკის მეგობარი ქალი შეერთებულ შტატებში ჩავიდა, სადაც მას პოლიცია დაჰკითხავს.

 


აშშ-ის მედიის ცნობით, მარლოუ დეინლის, რომელიც ლოს ანჯელესში ფილიპინებიდან ჩაფრინდა, სამშაბათ ღამით აეროპორტში ფედერალური აგენტები დახვდნენ.

 


როგორც BBC იუწყება, გავრცელებული ცნობით, პადოკმა, რომელმაც კვირა ღამით ლას ვეგასში 58 მოკლა და 500-ზე მეტი დაჭრა, სროლების განხორციელებამდე მის შეყვარებულ ქალს ფილიპინებში 100 000 აშშ დოლარი გადაურიცხა.

 

 

სტივენ პადოკს, შეიარღებულ მამაკაცს, რომელმაც ლას ვეგასში კვირას 58 ადამიანი მოკლა და 500-სზე მეტი დაჭრა, სასტუმროს თავის ნომერში - საიდანაც ახორციელებდა სროლებს მაყურებლით სავსე ღია საკონცერტო დარბაზის მიმართულებით - და მის გარშემო რამდენიმე ვიდეოკამერა ჰქონდა დაყენებული.

 


დერეფანში დაყენებული ორი კამერა და ჭუჭრუტანაში დამონტაჟებული ერთი კამერა საშუალებას აძლევდა მას, გაეგო უახლოვდებოდნენ თუ არა „პოლიციისა თუ უსაფრთხოების ძალები“, განაცხადა პოლიციამ.

 

 

 


ოფიცრები ჯერ კიდევ ცდილობენ განსაზღვრონ რატომ გახსნა ცეცხლი 64 წლის პადოკმა „Mandalay Bay“-ის სასტუმროდან ღია საკონცერტო სივრცის მიმართულებით, თუმცა კი დარწმუნებით ამბობენ, რომ მას სროლები მაღალ დონეზე ჰქონდა დაგეგმილი.

 


ლას ვეგასის ხელისუფლებამ მსხვერპლის ბოლოს გამოცხადებული რაოდენობა - 59 - შეცვალა და თქვა, რომ სროლებს 58 ადამიანი შეეწირა, ხოლო დაღუპულთაგან ერთ-ერთი შეიარაღებული მამაკაცი იყო.

 


კლარკის საგრაფოს შერიფმა, ჯოზეფ ლომბარდომ რეპორტიორებს უთხრა: „ამ ინდივიდს ეს წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი. აშკარაა, რომ ეს იყო წინასწარ მოფიქრებული. ფაქტი, რომ მას ჰქონდა ამდენი ტიპის და ასეთი ოდენობის იარაღი იმ ოთახში, ამაზე მეტყველებს.

 


„ეს წინასწარ, მტკიცედ იყო დაგეგმილი და მე საკმაოდ დარწმუნებული ვარ, რომ მას ყველა თავისი ქმედება გათვლილი ჰქონდა“.

 


სროლებმა - აშშ-ის თანამედროვე ისტორიაში ყველაზე საშინელმა დანაშაულმა - ამერიკის იარაღის კანონზე დებატები განაახლა, მაგრამ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ დისკუსიების საჭიროება - თუ რა უნდა გაკეთდეს, და საერთოდ გაკეთდეს უნდა თუ არა - „ახლა არ არის“ და „ამის დრო დადგება“.

 


პრეზიდენტმა პადოკი აღწერა, როგორც „ავადმყოფი კაცი, შეშლილი კაცი“, მაგრამ აშშ-ის ჰოუმლენდის უსაფრთხოების ოფიციალურმა პირმა, რომელიც ანონიმურობის დაცვის პირობით ესაუბრა „როიტერსს“, განაცხადა, რომ პადოკის „შეურაცხადობის ან ტვინის დაზიანების სამხილი“ არ არსებობს.

 


პოლიციას არც საზღვარგარეთის და არც შიდა ტერორისტულ ორგანიზაციებთან კავშირები არ გამოუვლენია.

 


როგორც BBC იუწყება, პადოკს, რომელმაც აშშკარაა, რომ თავი მოიკლა, სანამ პოლიცია მისი სასტუმროს ოთახს აიღებდა, არ ჰქონია კრიმინალური წარსული და პოლიციას მის შესახებ ინფორმაცია არ გააჩნდა.

 

 

 


სასტუმროს ნომერში აღმოჩენილი, თავდასხმისას გამოყენებული იარაღების ფოტოები „Boston 25 News“-მა გაავრცელა.

 


პოლიცია, პადოკის მეგობარ ქალბატონს, მარლოუ დეინლის ჯერ კიდევ მიიჩნევს „ინტერესის ობიექტად“ და აცხადებს, რომ ისინი ერთმანეთს „ესაუბრებოდნენ“.

 


დეინლი ფილიპინებზე იმყოფებოდა, მაგრამ ფილიპინების საიმიგრაციო ბიუროს წარმომადგენელმა რეპორტიორებს უთხრა, რომ ქვეყანა დატოვა და ახლა ლოს ანჯელესში ჩავიდა. 

 

 

64 წლის სტივენ პადოკმა „Mandalay Bay“-ის სასტუმროს 32-ე სართულიდან ცეცხლი ღია მუსიკალურ ფესტივალზე დამსწრე საზოგადოების მიმართულებით გახსნა. კონცერტს ამ დროს 22 000 ადამიანი ესწრებოდა.

 


როგორც BBC იუწყება, პოლიციამ სასტუმროს ოთახში, სადაც იგი იმყოფებოდა, 23 იარაღი, ხოლო მის ნევადას სახლში 19 ცეცხლსასროლი იარაღი და ასაფეთქებელი მასალები იპოვა. მაგრამ ჯერჯერობით მასობრივი მკვლელობის მკაფიო მიზეზი არ გაცხადებულა.

 


მიუხედავად იმისა, რომ მომხდარზე პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ აიღო, გამომძიებლებს საერთაშორისო ტერორიზმთან კავშირი არ აღმოუჩენიათ. ზოგიერთი გამომძიებელი ფსიქოლოგიურ საკითხებს განიხილავს, მაგრამ ამის დამადასტურებელი სამხილი არ არსებობს.

 

 

მსროლელის ვინაობა პოლიციისთვის ცნობილი არ ყოფილა.

 


ორშაბათს, თეთრი სახლიდან ერისადმი გაკეთებულ მიმართვაში, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავდასხმა აღწერა, როგორც „წმინდაწყლის ბოროტების აქტი“.

 

 

 

რა ვიცით პადოკის შესახებ?

 

სტივენ პადოკი ლას ვეგასის ჩრდილო-აღმოსავლეთით, პატარა ქალაქ მესქუიტში ცხოვრობდა. გავრცელებული ცნობით, იგი ქალთან, მარლოუ დანლისთან ერთად ცხოვრობდა, რომელიც ახლა აშშ-ის ფარგლებს გარეთ, იაპონიაში იმყოფება და პოლიციის თქმით, არ არსებობს სამხილი, რომ იგი ჩართული ყოფილიყო დანაშაულში.

 


ლას ვეგასის შერიფის, ჯოზეფ ლომბარდოს თქმით, როდესაც თავდასხმის შემდეგ პოლიცია მის საცხოვრებელ სახლს ჩხრეკდა, მათ 19 „დამატებითი ცეცხლსასროლი იარაღი, რამდენიმე ასაფეთქებელი მოწყობილობა და რამდენიმე ათასი საბრძოლო ვაზნა, ასევე, ელექტრონული მოწყობილობები“ აღმოაჩინეს. პადოკის ავტომანქანაში ოფიცრებმა ამონიუმის ნიტრატიც იპოვეს.

 


იარაღის მაღაზიის, New Frontier Armory-ის წარმომადგენელმა, დევიდ ფამიგლიეტიმ BBC-ს უთხრა, რომ პადოკმა ცეცხლსასროლი იარაღი მის, ლას ვეგასის ჩრდილოეთით მდებარე მაღაზიაში მიმდინარე წლის გაზაფხულზე იყიდა და ეს შტატის და ფედერალური მოთხოვნების, მათ შორის FBI-ის მონაცემების შემოწმების შესაბამისობაში იყო.

 


მიუხედავად ამისა, ფამიგლიეტის თქმით, საფანტის თოფი და შაშხანა, რომელიც პადოკმა იყიდა, „მოდიფიკაციის გარეშე, ვერ იქნებოდა იმის შესაძლებლობის მქონე, რაც ჩვენ ვიხილეთ ვიდეოთი“.

 


მიუხედავად ასეთი დიდი ოდენობის იარაღის აღმოჩენისა მის სახლში, პადოკის ძმა, ერიკი, სრულიად გაოგნებულია იმით, რომ მან ამგვარი რამ ჩაიდინა.

 


„წარმოდგენა არ გვაქვს, როგორ ან რატომ მოხდა ეს“, უთხრა პადოკის ძმამ, ერიკმა ABC News-ს და დაამატა, რომ „ამის ზუსტი მიზეზი არ მოიძებნება“ და რომ „მის [ძმის] წარსულში საიდუმლოებები არ არსებობს“.

 


ლას ვეგასის შერიფმა, ლომბარდომ სროლები აღწერა, როგორც „მარტოხელა მგლის“ თავდასხმა.

 


ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ განაცხადა, რომ თავდასხმის უკან თავად იდგა, აღნიშნა რა, რომ პადოკი ისლამურ რელიგიაზე რამდენიმე თვის წინ მოექცა. მაგრამ ტერორისტულ დაგუფებას ამის დამდასტურებელი სამხილი არ წარმოუდგენია და მათ ამგვარი დაუსაბუთებელი განცხადებები წარსულშიც გაუკეთებიათ.

 


FBI-ის სპეციალურმა აგენტმა აარონ როუზმა პრესკონფერენციაზე განაცხადა: „ამ დროისთვის ჩვენ დავადგინეთ, რომ არ არსებობს კავშირი საერთაშორისო ტერორისტულ ორგანიზაციასთან“.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი