მასობრივი მკვლელის, სტივენ პადოკის მეგობარმა ქალმა განაცხადა, რომ მას წარმოდგენა არ აქვს, თუ რას გეგმავდა მისი „კეთილი, მზრუნველი, წყნარი“ პარტნიორი
05-10-2017, 10:13

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ლას ვეგასის შეიარაღებული მამაკაცის, სტივენ პადოკის მეგობარმა ქალმა განაცხადა, რომ მას წარმოდგენა არ აქვს, თუ რას გეგმავდა მისი „კეთილი, მზრუნველი, წყნარი“ პარტნიორი.

 


მარლოუ დენლის კომენტარები რამდენიმე საათით ადრე გავრცელდა, ვიდრე პოლიცია მიანიშნებდა, რომ სტივენ პადოკს, რომელმაც კვირას 58 ადამიანი მოკლა, „საიდუმლო ცხოვრება“ ჰქონდა.

 


პოლიციამ განაცხადა, რომ იგი შესაძლოა საკუთარი თავისთვის სასიკვდილო განაჩენის გამოტანის ნაცვლად გაქცევას ცდილობდა, მაგრამ დამატებითი დეტალები არ გაუმჟღავნებია.

 


ჯერჯერობით უცნობია, თუ რატომ გახსნა მან ცეცხლი ღია საკონცერტო დარბაზის მიმართულებით, რითაც ამერიკის თანამედროვე ისტორიაში ყველაზე საშინელი მასობრივი მკვლელობა განახორციელა.

 


როგორც BBC იუწყება, კლარკის საგრაფოს შერიფმა ჯოზეფ ლომბარდომ ოთხშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ პოლიციამ უფრო მეტი ასაფეთქებელი მოწყობილობები აღმოაჩინა პადოკის სასტუმროსთან გაჩერებულ ავტომანქანაში - დაახლოებით, 1600 საბრძოლო ვაზნასთან ერთად და პადოკი სანამ სროლებს დაიწყებდა, აზარტული თამაშში იყო ჩართული.

 


მაგრამ პადოკის მოტივაციები და იყო თუ არა რაიმე შესაძლო თანამონაწილეობა, ბურუსით მოცული რჩება. აშშ-ის ფედერალურმა საგამოძიებო ბიურომ (FBI) განაცხადა, რომ ჯერჯერობით ტერორიზმთან რაიმე კავშირი არ გამოკვეთილა.

 


„ჩვენ ამას ჯერ ვერ გავიგებთ“, უთხრა შერიფმა ლომბარდომ რეპორტიორებს, მაგრამ ეჭვი გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, შესრულდა თუ არა დამნაშავის აღნიშნული გეგმა მხოლოდ მის მიერ.

 


„თქვენ შეიძლება ივარაუდოთ, რომ მას რაღაც დონეზე გარკვეული დახმარება ჰქონდა“, განაცხადა შერიფმა.

 


ქალბატონმა დენლიმ, რომელიც თავისი სურვილით დაბრუნდა ფილიპინებიდან ამერიკაში, გამოხატა შოკი „საშინელი, ენით აღუწერელი ძალადობრივი ქმედებისადმი“, რომელიც პადოკმა ჩაიდინა.

 


დენლის ადვოკატის მიერ წაკითხულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ პადოკს „არასოდეს არაფერი უთქვამ ჩემთვის რაიმე ქმედებასთან დაკავშირებით“.

 


„მე მიყვარდა იგი და ვიმედოვნებდი, რომ მასთან წყნარი მომავალი მექნებოდა“, დაამატა დენლიმ.

 


შეერთებული შტატების საგამოძიებო უწყებამ დენლი „ინტერესის ობიექტად“ დაასახელა და აღნიშნა, რომ სროლებიდან მალევე ისინი დაეკონტაქტნენ პადოკის მეგობარ ქალს.

 


დენლი სამშაბათ ღამით ნებაყოფილობით დაბრუნდა ფილიპინებიდან ლოს ანჯელესში, რომ ესაუბრა FBI-სთან, ორი კვირის თავზე, რაც პადოკმა „იაფი ბილეთი“ უყიდა მას, რომ გამგზავრებულიყო ფილიპინებში მისი ოჯახის სანახვად. ამასთან, მას 100 000 აშშ დოლარი გადაურიცხა და აუხსნა, რომ ეს სახლის საყიდელი ფული იყო.

 


„მე მადლიერი ვიყავი, მაგრამ გულწრფელად რომ ვთქვა, ეს იყო ნაბიჯი მისი მხრიდან, რომ ჩემთან ურთიერთობა გაეწყვიტა“, განაცხადა მან და დაამატა: „არასდროს მომივიდოდა აზრად, რომ მას ვინმეს მიმართ რაიმე ძალადობა შეიძლება დაეგეგმა“.

 


პადოკმა Mandalay Bay Hotel-ში ნომერი 28 სექტემბერს აიღო, და გავრცელებული ცნობით, დენლის იდენტიფიკაციის დოკუმენტები გამოიყენა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი