პროექტი „იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი სახეობების მონიტორინგის სისტემის დანერგვა ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში" დასასრულს უახლოვდება.
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკში რეინჯერებმა, „ნაკრესის“ წარმომადგენლებთან ერთად წინასწარ შერჩეულ ადგილებზე ფოტოხაფანგები დაამონტაჟეს.
ველზე კვლევითი სამუშაოები ორი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. კვლევას ბუნების სახეობათა კონსერვაციის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი „ნაკრესი" ახორციელებს.
პროექტი, კავკსიის ბუნების დაცვის ფონდის(CNF), გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის(GIZ) და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის(GEF) დაფინანსებით ხორციელდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.