გერმანიისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრები თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლას ესტუმრნენ
05-10-2017, 18:47

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოში ოფიციალურ ვიზიტად მყოფი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლას ესტუმრა. ურსულა ფონ დერ ლაიენი DIB-ში საქართველოს თავდაცვის მინისტრთან, ლევან იზორიასთან ერთად იმყოფებოდა.

 

 

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მინისტრებს მასპინძლობა სკოლის დირექტორმა, თეა ნიკოლაშვილმა გაუწია. მან ურსულა ფონ დერ ლაიენს ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და სკოლის დაფუძნების პროცესში გერმანიის მხარდაჭერა ხაზგასმით აღნიშნა.

 

 

„თეა ნიკოლაშვილმა მინისტრსა და დელეგაციის წევრებს სკოლის ამოცანის, მიზნებისა და პრიორიტეტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და უკვე განხორციელებული პროექტები და სამომავლო გეგმები გააცნო.

 


დღესვე, თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში გერმანიის თავდაცვის მინისტრი II ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებს შეხვდა, რომლებმაც ავღანეთში, მაზარ-ი-შარიფში გერმანიის საკონსულოზე მომხდარი თავდახმის მოგერიებაში, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს. მინისტრმა ქართველი სამხედროების მიმართ მადლიერება კიდევ ერთხელ გამოხატა და ყურადღება მსოფლიო უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში საქართველოს უდიდეს როლზე გაამახვილა.

 


ღონისძიების დასასრულს, ურსულა ფონ დერ ლაიენმა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის თანამშრომელი, რეზერვის კაპიტანი, ნინო ჯავახიძე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში შეტანილი წვლილისთვის „ბუნდესვერის ჯვრით“ დააჯილდოვა. რეზერვის კაპიტანი ნინო ჯავახიძე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების „ბუნდესვერის“ ორგანიზებით დაგეგმილი სწრაფი რეაგირების ძალების (QRF) წვრთნებში მისავლინებელი ასეულის საქართველოში წინასწარი მომზადების (13 კვირიანი საწვრთნელი პროგრამა), გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გადასროლის (5 თვიანი საწვრთნელი პროგრამა) და შემდგოში, ავღანეთში მტკიცე მხარდაჭერის მისიაში (RSM) საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფის წარგზავნის პროცესში, მოსამზადებელ და საკოორდინაციო სამუშაოებში აქტიურად არის ჩართული.

 


თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, ლელა ჩიქოვანი და ნუკრი გელაშვილი, გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია, ასევე საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი, თავდაცვის ატაშე და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ძირითადი ჯგუფის ლიდერი იმყოფებოდნენ.

 


DIB 2016 წელს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში გერმანული მხარის დახმარებით ჩამოყალიბდა", აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი