ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე საერთო საჯარისო ცენტრის რიგით 21-ე მანევრის კაპიტნის საკარიერო კურსის სიტუაციური სწავლება გაიმართა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, წვრთნაში III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის ერთი ასეული მონაწილეობდა.
„მანევრის კაპიტნის საკარიერო კურსის მსმენელებმა, ასეულის მეთაურის რანგში ასეულის საბრძოლო ბრძანება შეიმუშავეს, რომელიც შერჩეულ პუნქტზე შეტევის ოპერაციას გულისხმობდა. მსმენელების მიერ შემუშავებული სამოქმედო გეგმის აღსრულება 32-ე ბატალიონის ასეულმა განახორციელა, რაც მანევრის კაპიტნის საკარიერო სკოლის ინსტრუქტორ-ოფიცრების მიერ შეფასდა. შემოწმდა დაგეგმვისა და განხორციელების ხარისხი.
მანევრის კაპიტნის საკარიერიო კურსის მიზანია ქვეითი და მექანიზებული ქვედანაყოფებისათვის ასეულის მეთაურების, ასევე, ბატალიონებისა და ბრიგადების შტაბის ოფიცრების მომზადება.
წვრთნები ორ ეტაპად - ასეულისა და ბატალიონის დონეებზე ხორციელდება. კურსის გავლის შემდეგ, სამხედრო მოსამსახურეს შესაძლებლობა ეძლევა ქვედანაყოფში შესაბამისი თანამდებობა დაიკავოს.
მანევრის კაპიტნის საკარიერო კურსზე მივლინებულნი არიან როგორც საქართველოს შეიარაღებული ძალების, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოფიცრები უფროსი ლეიტენანტიდან მაიორის ჩათვლით. კურსის ფარგლებში, თეორიული მომზადების შემდეგ მსმენელები ასეულის მართვას და საბრძოლო ბრძანების შესრულებას დამოუკიდებლად შეძლებენ. სწავლების დასრულების შემდეგ მსმენელები ინდივიდუალურად შეფასდებიან.
მანევრის კაპიტნის საკარიერო კურსი 31 ივლისს დაიწყო და 29 დეკემბერს დასრულდება", აღნიშნულია თავდაცვის უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.