გიორგი კვირიკაშვილი: გასამმაგდა იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც ქუთაისის აეროპორტიდან Wizzair-ის სერვისით სარგებლობს
06-10-2017, 11:49

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

რომი, პარიზი, ბარსელონა, პრაღა - ავიაკომპანია Wizzair-ი ქუთაისიდან კიდევ ოთხი ახალი მიმართულებით იფრენს, ამის შესახებ კომპანიის კომერციულმა დირექტორმა ჯორჯ მიხალოპულოსმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან დღევანდელი შეხვედრისას განაცხადა.

 


მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის წამყვანი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია რეისებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ჯამში 16 მიმართულებით ევროპის 11 ქვეყანაში შეასრულებს.

 


რომის, პარიზის, ბარსელონას და პრაღის მიმართულებით რეისები 2018 წლის მაისიდან დაიწყება.

 


მათივე ინფორმაციით, Wizzair-ი ასევე აორმაგებს რეისების რაოდენობას დღემდე მოქმედ ყველაზე მოთხოვნად მიმართულებებზე, რისთვისაც ქუთაისში ბაზირებული იქნება ავიაკომპანიის A320 ტიპის მეორე საჰაერო ხომალდი.

 


დაბალბიუჯეტიანი ტურისტებისთვის ქუთაისი ხდება რეგიონული ცენტრი არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთლიანად რეგიონის მასშტაბით - ასე შეაფასა Wizzair-ის გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა.

 


„კომპანია Wizzair-ის ბოლო წლის მონაცემებზე დაყრდნობით, გასამმაგდა იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც ქუთაისის აეროპორტიდან Wizzair-ის სერვისით სარგებლობს. განსაკუთრებით ვიზალიბერალიზაციის შემდეგ მნიშვნელოვნად გაიზარდა კომპანიის მხრიდან, როგორც შემოყვანილი, ისე გაყვანილი ტურისტების რაოდენობა. კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება, დაამატოს ერთი თვითმფრინავი ქუთაისის ბაზას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და 2018 წლის მაისიდან ემატება ოთხი ახალი მიმართულება - რომი, პარიზი, ბარსელონა და პრაღა. ჯამში გვექნება 16 მიმართულება 11 ევროპულ ქვეყანაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც საქართველოში ტურისტების შემოყვანისთვის, ისე ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის. ასევე მინდა გითხრათ, რომ მომავალი წლის მეორე კვარტლისთვის უკვე მზად იქნება ქუთაისის აეროპორტთან მატარებლის მისასვლელი ბილიკი და ასევე დავიწყეთ ტერმინალის გაფართოების სამშენებლო სამუშაოები“, განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 


Wizzair-ის კომერციულმა დირექტორმა ჯორჯ მიხალოპულოსმა აღნიშნა, რომ საქართველოსთან თანამშრომლობის გაღრმავებაზე მსჯელობა აპრილიდან, საქართველო-უნგრეთის ბიზნესფორუმის ფარგლებში დაიწყო, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივით გაიმართა.

 


„აპრილში, პრემიერ მინისტრის ორგანიზებით ჩატარდა ქართულ-უნგრული ბიზნესფორუმი, რომლის ფარგლებშიც ჩვენ განვიხილეთ საქართველოსთან კავშირის გაფართოების გზები; ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ შეიძლება ჩამოვიყვანოთ მეტი ტურისტი აქ და როგორ უნდა გაიზარდოს ქართველ მოგზაურთა რაოდენობა საზღვარგარეთ. დღეს მე დავბრუნდი პრემიერ-მინისტრთან შესახვედრად, რათა გვესაუბრა მიღწეულ პროგრესზე და ჩვენს გადაწყვეტილებაზე, 2018 წლის მაისიდან კიდევ ერთი სამგზავრო თვითმფრინავის დამატების შესახებ, რომლის მეშვეობით ფრენები კიდევ 4 მიმართულებით განხორციელდება. რეისები შესრულდება ევროპის 2 უდიდესი დედაქალაქის - პარიზისა და რომის მიმართულებით; გარდა ამისა, დავამატებთ ფრენას ძალიან პოპულარული მიმართულებებით - ბარსელონასა და პრაღაში. ამოქმედდება ოთხი ახალი რეისი და ქუთაისის აეროპორტიდან იფრენს მეორე სამგზავრო თვითმფრინავი, ასევე გაიზრდება შიდა ტურიზმის შესაძლებლობა“, განაცხადა Wizzair-ის კომერციულმა დირექტორმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი