ესპანეთმა აქციის დროს დაზარალებულ კატალონიელებს ბოდიში მოუხადა
06-10-2017, 20:09

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

კატალონიაში მყოფმა ესპანეთის მთავრობის წარმომადგენელმა, კვირას ქუჩებში დამოუკიდებლობის რეფერენდუმის მხარდასაჭერად გამოსულ დაზარალებულ კატალონიელებს ბოდიში მოუხადა.

 

 

თუმცა, ენრიკ მილომ კატალონიის მთავრობა არაკანონიერი რეფერენდუმის ჩატარებისთვის დაადანაშაულა.

 

 

მადრიდის მთავრობამ გამოსცა დადგენილება, რის მიხედვითაც კომპანიებს გაუადვილდებათ თავიანთი სამმართველო ცენტრების კატალონიიდან გადატანა.

 

 

კატალონიის მინისტრმა BBC-სთან საუბრისას განაცხადა, რომ მთავრობა კატალონიის  დამოუკიდებლობის განხილვას პარლამენტში აპირებს.

 

 

„პარლამენტი განიხილავს, და პარლამენტი დააკმაყოფილებს“, განაცხადა კატალონიის საგარეო საქმეთა ხელმძღვანელმა, რაულ რომევამ. "ესპანეთი ყოველთვის ცდილობდა ხელი შეეშალა მოვლენების განვითარებისთვის, მაგრამ ეს მცდელობები როგორც ფუჭი, ასევე კონტრპროდუქტიული იყო", განაცხადა მან BBC-სთან საუბრისას.

 

 

კატალონიის პრეზიდენტი, კარლე პუჩდემონი ესპანეთის პარლამეტს სამშაბათს მიმართავს.

 

 

ესპანეთის სასამართლომ ორშაბათს დაგეგმილი სხდომა გადაავადა. არის მოსაზრება, რომ პარლამენტი დამოუკიდებლობას ცალმხრივად გამოაცხადებს, სადავო კენჭისყრის საფუძველზე, რომელიც ესპანეთის კანონის მიხედვით არალეგალურად არის გამოცხადებული.

 

 

ესპანეთის პრემიერ მინისტრი, მარიანო რაჰოი კატალონიასთან დაპირისპირების შესახებ სხდომის გამართვას აპირებს.

 

 

ამავდროულად, კატალონიის პოლიციის მეთაური, ჯოზეფ ლუის ტრაპერო სახელმწიფოს წინააღმდეგ ამბოხებისკენ მოწოდების ბრალდებით სასამართლოს წინაშეა წარდგენილი.

 

 

მის „მოსოს დესქუადრას“ ძალებს ბრალი ედებათ იმაში, რომ 1-ელ ოქტომბერს, დამოუკიდებლობის რეფერენდუმის კენჭისყრის დროს, მარცხი განიცადეს ესპანეთის ეროვნული პოლიციის პროტესტანტებისაგან დაცვაში.

 

 

კატალონიის პოლიციის ხელმძღვანელის გარდა, ეჭვმიტანილების სახით ერთი ოფიცრისა და დამოუკიდებლობის ორი წამყვანი აქტივისტის დაკითხვა მიმდინარეობს.

 

 

კატალონიის პოლიციის ხელმძღვანელმა და სამმა პირმა, შეზღუდვების გარეშე დატოვა ესპანეთის სასამართლო. ჯერჯერობით უცნობია, რა განუცხადეს მათ მოსამართლეს.

 

 

წამყვანი გაზეთი „ელ პაისი“ აცხადებს, რომ „მოსოსის“ წინააღმდეგ ბრალდებები პოსტ-ფრანკოს დემოკრატიულ ესპანეთში უჩვეულო ამბავია.

 

 

აგვისტოში, „მოსოსი“ ფართოდ იქნა შექებული ბარსელონაში „ისლამური სახელმწიფოს“ ქსელის მიერ მოწყობილ ტერორისტულ თავდასხმასთან გამკლავების გამო.

 

 

კვირას გამართული ხმის მიცემის ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ კენჭისყრაში მონაწილეობა 2.2 მილიონმა ადამიანმა მიიღო და კატალონიის დამოუკიდებლობას ხმა მონაწილეთა 90%-მა მისცა, თუმცა საბოლოო შედეგები ჯერ გამოქვეყნებული არაა.

 

 

კვირას გამართული აქციის დროს, ხმის მიცემის პუნქტებში პოლიცია შეიჭრა, ბიულეტენების ყუთების წაღება და ხალხის დაშლა სცადა, რის შედეგადაც ასობით აქტივისტმა მიიღო ფიზიკური დაზიანებები.

 

 

ესპანეთის მთავრობა უარს ამბობს კატალონიის დამოუკიდებლობის მოთხოვნაზე. კატალონიელი ლიდერების თქმით, მათ სჭირდებათ საერთაშორისო შუამავლობა და სთხოვენ ევროკავშირს, ჩაერიოს ამ დაპირისპირებაში.

 

 

კატალონია რიცხვებში:

 

  • ესპანეთის მოსახლეობის 16% კატალონიაში ცხოვრობს.
  • კატალონიას ესპანეთის ექსპორტის 25.6% უკავია.
  • კატალონიაზე ესპანეთის მშპ-ს (მთლიანი შიდა პროდუქტი) 19% მოდის.
  • კატალონიაზე უცხოური ინვესტიციების 20.7% მოდის.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი