ხულოს მერობის კანდიდატი გოჩა მელაძე: ჩვენთვის საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ძალიან მნიშვნელოვანია
07-10-2017, 16:50

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ხულოს მერობის კანდიდატი გოჩა მელაძე საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატებთან ერთად, მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. გოჩა მელაძე ამჯერად, სოფლების, ვერნების, ფუშრუკაულისა და რაქვთის მოსახლეობას შეხვდა და მაჟორიტარობის კანდიდატი რამინ ბერიძე წარუდგინა.

 

 

როგორც GUARDIAN.GE-ს პარტიის პრესსამსახურიდან აცნობეს, კანდიდატმა ამომრჩეველთან ბოლო წლებში მუნიციპალიტეტში განხორციელებული პროექტები შეაჯამა და მომავალი ოთხი წლის გეგმებზე ისაუბრა.

 

 

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. გასულ წლებში დაიწყო და დღესაც აქტიურად გრძელდება ზომლეთი-ხიხაძირის საავტომობილო გზის მშენებლობა- რეაბილიტაციის პროცესი. მიმდინარე წლის ბოლომდე რეაბილიტირებული გზა უკვე ფუშრუკაულამდე მოაღწევს. მომდევნო წლებში დაგეგმილია გზის რეაბილიტაცია ხიხანის ციხემდე, რაც თავის მხრივ, ჩვენი მუნიციპალიტეტის ტურისტული პოტენციალის გაზრდას შეუწყობს ხელს“, განაცხადა გოჩა მელაძემ.

 

 

მისივე თქმით, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება შიდა სასოფლო, შიდა საუბნო და სამთო იალაღებთან დამაკავშირებელ გზებზეც გაგრძელდება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი