ლანჩხუთის მერობის კანდიდატი ალექსანდრე სარიშვილი: უნდა ვეცადოთ, რომ ყველა სოფელში წყალმომარაგების პრობლემა მოგვარდეს
08-10-2017, 14:40

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი ალექსანდრე სარიშვილი ჩიბათის მაჟორიტარობის კანდიდატ გიორგი ჩახვაძესთან ერთად, ზემო ჩიბათისა და ჭალის მოსახლეობას შეხვდა.

 


როგორც GUARDIAN.GE-ს პარტიიდან აცნობეს, მეობის კანიდატმა მოსახლეობას საარჩევნო პროგრამა და ის პროექტები გააცნო, რომლის განხორციელება მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში მუნიციპალიტეტშია დაგეგმილი. მოსახლეობამ ძირათად პრობლემად შიდა გზები, წყალმომარაგების ქსელის გაუმართაობა და გაზიფიცირება დაასახელა.

 


„მთავრობას აქვს ოთხპუნქტიანი გეგმა, რომელიც გულისხმობს, რომ რომ არც ერთი სოფელი, უბანი არ დარჩეს გაზის, წყლისა და გზის გარეშე. უნდა ვეცადოთ, რომ ყველა სოფელში მაქსიმალურად მოგვარდეს წყალმომარაგების პრობლემა. რაც შეეხება გაზიფიცირების საკითხებს, 2018 წლიდან დაიწყება ჩიბათის სოფლების გაზიფიცირება“, აღნიშნა კანდიდატმა.

 


მერობის კანდიდატი ასევე, თანაგუნდელებთან და ლაშისღელე-აგარაკის მაჟორიტარობის კანდიდატ კარლო კვიტაიშვილთან ერთად, ლანჩხუთში, დუმბაძის ქუჩის მოსახლეობას შეხვდა. ადგილობრივი მოსახლეობის მთავარი მოთხოვნა გზის აღდგენა და წყლის პრობლემის მოგვარებაა.

 


ალექსანდრე სარიშვილმა მოსახლეობას საარჩევნო პროგრამა და სამომავლო გეგმები გააცნო. მან ასევე, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მისი და მაჟორიტარობის კანიდატის, კარლო კვიტაიშვილის არჩევის შემთხვევაში, ყველა პრობლემა მოსახლეობასთან მაქსიმალური კომუნიკაციისა და მათი ჩართულობის შედეგად მოგვარდება.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი