კიმ ჩენ ინმა ცეკას პლენუმზე განაცხადა, რომ „ამერიკელი იმპერიალისტები, თავიანთი ვასალური ძალების მობილიზებით, ძალისხმევას არ იშურებენ სრულიად ჩაახრჩონ კორეის სუვერენიტეტი“
08-10-2017, 17:15

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, „კორეის მუშათა პარტიის“ თავმჯდომარემ, კიმ ჩენ ინმა ფხენიანში შაბათს, 7 ოქტომბერს „კორეის მუშათა პარტიის“ ცენტრალური კომიტეტის მეორე პლენუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ შეერთებული შტატების „იმპერიალისტები ძალისხმევას არ იშურებენ სრულიად ჩაახრჩონ კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის სუვერენიტეტი“, თუმცა ამის მიუხედავად, აღნიშნა მან, ქვეყნის ეკონომიკა იზრდება, მეცნიერება და ტექნოლოგიები კი ძალიან სწრაფი ტემპით ვითარდება.

 


როგორც ჩრდილო კორეის ცენტრალური სახელმწიფო სააგენტო იტყობინება, ქვეყნის ლიდერმა თავის გამოსვლაში გაანალიზა გართულებული საერთაშორისო მდგომარეობა, რომელიც ჩრდილოეთ კორეის გარშემოა შექმნილი. კიმ ჩენ ინმა თქვა, რომ გაერო-ს უშიშროების საბჭოს ერთიმეორეზე მიყოლებული „რეზოლუციებით და სანქციებით“ და „თავიანთი ვასალური ძალების მობილიზებით შეერთებული შტატების იმპერიალისტები ძალისხმევას არ იშურებენ სრულიად ჩაახრჩონ კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის სუვერენიტეტი, არსებობის უფლება და განვითარება“.

 


კიმ ჩენ ინმა მთელი სერიოზულობით განაცხადა: კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის ბირთვული იარაღი ძვირფასი ხორცშესხმაა იმ იდეალებისა, რომელიც თავისი ხალხის ბედ-იღბლისა და სუვერენიტეტის შეერთებული შტატების იმპერიალისტების ხანგრძლივი ბირთვული საფრთხეებისაგან დაცვისათვის სისხლიან ბრძოლაში იშვა. და ეს იარაღები მძლავრი და მტკიცე შემაკავებელი და უზრუნველმყოფელია მშვიდობისა და უსაფრთხოებისა კორეის ნახევარკუნძულზე და ჩრდილო-აღმოსავლეთ აზიაში და საიმედო გარანტორია კორეული სახელმწიფოს სუვერენიტეტის და არსებობის უფლების და განვითარების და არის სამართლიანობის დამცავი მახვილი - გაფანტოს ტირანიის ბირთვული ღრუბლები, რემლთაც საშინელი უბედურება მოაქვთ კაცობრიობისათვის, და შესაძლებელი გახადოს ადამიანებისთვის, განავითარონ დამოუკიდებელი და ბედნიერი ცხოვრება, ნათელი და უღრუბლო, ლურჯი ცის ქვეშ.

 

 

მან აღნიშნა, რომ ქვეყნის მეცნიერება და ტექნოლოგიები განსაცვიფრებელი ტემპებით განვითარდა და ეროვნული ეკონომიკა მიმდინარე წელს მძლავრად გაიზარდა, მიუხედავად შეერთებული შტატების იმპერიალისტების და მათი ვასალური ძალების მიერ დაწესებული სანქციებისა, წერს ცენტრალური სააგენტო.

 

 

მას შემდეგ, რაც ათწლეულების განმავლობაში ფხენიანთან მოლაპარაკებებს შედეგი არ მოუტანია, „მხოლოდ ერთი რამ იმუშავებს“ ჩრდილოეთ კორეასთან საკითხის გადასაწყვეტად, განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

 


„პრეზიდენტები და მათი ადმინისტრაციები 25 წლის განმავლობაში საუბრობდნენ ჩრდილოეთ კორეასთან“, დაწერა მან „თვითერზე“ და დაამატა, რომ ამან „არ იმუშავა“.

 


ტრამპს ამჯერად დამატებით არ განუვრცია თემა, თუმცა უფრო ადრე, გააფრთხილა ფხენიანი, რომ ამერიკის ეროვნული ინტერესების და რეგიონში მისი მოკავშირეების თავდაცვის მიზნით, შეერთებულმა შტატებმა შესაძლოა, გაანადგუროს ჩრდილოეთ კორეა, რომლის ბირთვული და სარაკეტო პროგრამები ტრამპის ადმინისტრაციის განსაკუთრებული აღშფოთების საგანია.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი