დმანისის მაჟორიტარმა დეპუტატმა კახაბერ ოქრიაშვილმა ამომრჩეველს პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დმანისის მერობის კანდიდატი გიორგი ტატუაშვილი წარუდგინა.
შეხვედრები სოფლების - პანტიანის, კიზილქილისას, კამარლოს, შახმარლოს, ქარიანისა და იაღუფლოს მოსახლეობასთან გაიმართა.
პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, მმართველი გუნდის კანდიდატებმა ამომრჩეველს საარჩევნო პროგრამა გააცნეს, მოსახლეობის პრობლემები მოისმინეს და მათი მოგვარების გზებზე იმსჯელეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.