მოსკოვის სავაჭრო ცენტრში ხანძარი 55 ათას კვ.მ.-ზეა გაჩენილი და მთელი შენობიდან 3 000 ადამიანია ევაკუირებული
08-10-2017, 19:37

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

მოსკოვის ოლქის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარე სავაჭრო ცენტრ „სინდიკაში“ გაჩენილი ხანძარი 55 ათას კვადრატულ მეტრზეა მოდებული და მთელი შენობიდან 3 000 ადამიანია ევაკუირებული. ინფორმაციას სააგენტო „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.

 

 

სავაჭრო ცენტრში ცეცხლი კვირას, დღის მეორე ნახევარში სახურავზე, 50 კვ.მ.-ზე გაჩნდა და თავდაპირველად ის 3 000 კვ.მ.-ზე გავრცელდა. დაშავებულია 2 ადამიანი. ცეცხლის ქრობის პროცესში ავიაცია ჩაერთო.

 

 

რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენლის თქმით, არსებობს საფრთხე რომ სავაჭრო ცენტრის კონსტრუქცია ჩამოიშალოს, რის გამოც შენობიდან ყველა ადამიანი იქნა გაყვანილი, მათ შორის მაშველები.  

 

 

 

 

სავაჭრო კომპლექსის საერთო ფართი 150 000 კვ.მ.-ს შეადგენს. ცენტრს 5200 ავტომანქანისთვის განკუთვნილი მიწისქვეშა პარკინგი აქვს.

 

 

სავაჭრო ცენტრი 2014 წელს, მასშტაბური რეკონსტრუქციის შემდეგ გაიხსნა. ცენტრი მომხმარებელს სამშენებლო მასალებს, საოჯახო ნივთებს, ბინების, სახლების, ოფისების და აგარაკების კეთილმოწყობის საშუალებებს სთავაზობდა. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი