ტრამპი აშშ-დან დეპორტაციების დაჩქარებას და საიმიგრაციო სამსახურში დამატებით 10 000 ოფიცრის აყვანას ითხოვს
09-10-2017, 10:28

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თეთრმა სახლმა საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრების მიზნით იმ ზომების მონახაზი წარმოადგინა, რის განხორციელებასაც გეგმავს და ამ გეგმაში შედის მექსიკის საზღვარზე სადავო კედლის მშენებლობა, რაც როგორც ტრამპი დაჟინებით აცხადებს, ლათინური ამერიკის ნებისმიერი ახალი, დოკუმენტების არმქონე ახალგაზრდა იმიგრანტისთვის აშშ-ში შესვლის მთავარი შემზღუდავი ფაქტორი იქნება.

 


როგორც BBC იუწყება, ტრამპი ასევე ითხოვს დეპორტაციების დაჩქარებას და იმიგრაციის სამსახურების ახალი, ათასობით ოფიციალური პირის აყვანას.

 


გასულ თვეს მან დაასრულა „ახლადჩამოსულ ბავშვთათვის გადავადებული ღონისძიების“ პროგრამა (Daca), რომელიც დაახლოებით 800 000 იმიგრანტს იცავდა.

 


კონგრესში წამყვანმა „დემოკრატებმა“ დაუყოვნებლივ უარი განაცხადეს ახალი გეგმის მხარდაჭერაზე.

 


„კანონების“ სია, რომელიც თეთრმა სახლმა კვირას კონგრესს გადაუგზავნა, შემდეგ თხოვნებს მოიცავს:

 


 მექსიკის საზღვრის გასწვრივ კედლის მშენებლობას

 


 დამატებით 10 000 საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის ოფიცრების სამუშაოზე აყვანას და სააგენტოსთვის 1 000 ადვოკატის დასაქმებას

 


 იმიგრანტებისთვის თავიანთი ოჯახის წევრების შეერთებულ შტატებში ჩაყვანის აკრძალვას

 


 კომპანიებისთვის კონტროლის დაწესებას, რომ არ აიყვანონ სამუშაოზე არალეგალი იმირანტები

 


„ეს პრიორიტეტები არსებითია იმისათვის, რომ შემცირდეს კანონიერი და ეკონომიკური შედეგები „Daca“-ს მიმღებთათვის ნებისმეირი სტატუსის მისანიჭებლად“, განაცხადა ტრამპის საკანონმდებლო საქმეების დირექტორმა მარკ შორტმა.

 


Daca-ს პროგრამა (ახლადჩამოსულ ბავშვთათვის გადავადებული ღონისძიების პროგრამა) 2012 წელს, პრეზიდენტ ბარაქ ობამას დროს ჩამოყალიბებული სქემა გახლდათ და მისი მიზანი ახალგაზრდა, დოკუმენტების არმქონე იმიგრანტების - მათი დეპორტაციისაგან დაცვა იყო, რომლებიც ამერიკის შეერთებულ შტატებში არალეგალურად იყვნენ ჩაყვანილი, როგორც ბავშვები - ე.წ მეოცნებეები (ძირითადად ლათინური ამერიკიდან). მათ სწავლისა და მუშაობის დაწყების უფლება გააჩნდათ.

 

 

როგორც BBC იუწყება, აღნიშნული სქემა 750 000-ზე მეტ ადამიანს იცავდა ამერიკის შეერთებული შტატებიდან დეპორტაციისაგან და აძლევდა დროებით მუშაობისა და სწავლის უფლებას და იმისათვის, რომ 30 წელს ქვემოთ ასაკის მოქალაქეებს ამ უფლებით ესარგებლათ, მათ ჰოუმლენდის უსაფრთხოების დეპარტამენტისთვის უნდა მიემართათ.

 


მათ ფედერალური საგამოძიებო ბიუროს (FBI ) შემოწმება უნდა გაეარათ, რომ კრიმინალური წარსული გამორიცხულიყო; ამავე დროს, ისინი სტუდენტები უნდა ყოფილიყვნენ ან ახლახან ჰქონოდათ დამთავრებული სასწავლებელი ან კიდევ საპატიო მიზეზით უნდა ყოფილიყვნენ სამხედრო სამსახურის ვალდებულებისაგან გათავისუფლებული.

 


ე.წ. მეოცნებეების უმრავლესობა მექსიკიდან ან ლათინური ამერიკის სხვა ქვეყნებიდანაა ჩასული შეერთებულ შტატებში.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი