ხვალ რომ არჩევნები იყოს, ვის მისცემდით ხმას? - „ედისონ რისერჩის“ თბილისში ჩატარებული წინასწარი კვლევის შედეგები ცნობილია
09-10-2017, 11:16

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ამერიკული კვლევითი კომპანია „ედისონ რისერჩი“ საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ჩატარებული წინასწარი კვლევის შედეგებს აქვეყნებს.

 

 

კითხვაზე, „თბილისის მერის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას?" პასუხები ასეთია:

 

 

კახა კალაძე - 34%; ზაალ უდუმაშვილი - 14%; ალეკო ელისაშვილი - 14%; ელენე ხოშტარია - 5%; ირმა ინაშვილი - 2%; გიორგი გუგავა - 2%; კახა კუკავა - 1%; გიორგი ვაშაძე - 1%; თენგიზ შერგელაშვილი - 1%-მდე; არ გადამიწყვეტია - 13%; უარი პასუხზე - 7%; არავის - 6%.

 

 

კომპანიის ინფორმაციით, კვლევაში მონაწილეთა 39%-ს აქვს მოლოდინი, რომ თბილისის მერის არჩევნებში მეორე ტური გაიმართება. იმ ადამიანებს შორის, რომლებსაც მეორე ტურის მოლოდინი აქვთ, 70% ფიქრობს, რომ განმეორებით კენჭისყრაში მონაწილეობას კახა კალაძე მიიღებს. 34%-ის აზრით კი, მეორე ტურში ზაალ უდუმაშვილიც გადავა. რაც შეეხება დანარჩენ კანდიდატებს, შედეგები ასეთია:

 

 

ალეკო ელისაშვილი - 21%; ელენე ხოშტარია - 9%; ირმა ინაშვილი - 4%; კახა კუკავა - 3%; გიორგი გუგავა - 2%; თენგიზ შერგელაშვილი - 1%; გიორგი ვაშაძე - 1%.

 

 

კითხვაზე, „მერობის რომელ კანდიდატს არ მისცემდით ხმას არანაირ ვითარებაში, იმ შემთხვევაშიც კი, თქვენი ფავორიტი კანდიდატი რომ არ იღებდეს არჩევნებში მონაწილეობას," გამოკითხულთა პასუხები პროცენტულად ასე გადანაწილდა:

 

 

ირმა ინაშვილი - 29%; ზაალ უდუმაშვილი - 24%; ელენე ხოშტარია - 23%; გიორგი გუგავა - 23%; თენგიზ შერგელაშვილი - 21%; კახა კუკავა - 20%; გიორგი ვაშაძე - 20%; კახა კალაძე - 19%; ალეკო ელისაშვილი - 9%.

 

 

„ედისონ რისერჩის“ ცნობით, კვლევის ფარგლებში რესპონდენტებს შემდეგი კითხვა დაუსვეს - „თბილისის საკრებულოს არჩევნები დღეს რომ იმართებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას?" შედეგი ასეთია:

 

 

„ქართული ოცნება" - 36%; „ნაციონალური მოძრაობა" - 12%; „ევროპული საქართველო" - 8%; „ლეიბორისტული პარტია" - 5%; „პატრიოტთა ალიანსი" - 4%; „დემოკრატიული მოძრაობა" - 1%; „ახალი საქართველო" - 1%; „რესპუბლიკური პარტია" - 1%; არ გადამიწყვეტია - 15%; უარი პასუხზე -8%; არავის - 9%.

 


რაც შეეხება შეკითხვას, „რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას?" რომელი პარტიისთვის არც კი განიხილავთ ხმის მიცემას არანაირ ვითარებაში?" შედეგები ასე გადანაწილდა:

 

 

„ნაციონალური მოძრაობა" - 32%; „პატრიოტთა ალიანსი" - 27%; „ლეიბორისტული პარტია" - 22%; „ევროპული საქართველო" - 21%; „დემოკრატიული მოძრაობა" - 20%; „რესპუბლიკური პარტია" - 20%; „ქართული ოცნება" - 19%; „ახალი საქართველო" - 18%.

 

 

კვლევის ფარგლებში გამოკითხულმა პირებმა მოქმედ მერზე დავით ნარმანიაზე დასმულ შეკითხვებსაც უპასუხეს:

 

 

ძალიან მომწონს - 2%; გარკვეულწილად მომწონს - 23%; გარკვეულწილად არ მომწონს - 27%; ძალიან არ მომწონს - 41%.

 

 

მსგავსი შეკითხვა დაისვა თბილისის ყოფილ მერზე, გიგი უგულავაზეც:

 

 

ძალიან მომწონდა - 13%; გარკვეულწილად მომწონდა - 36%; გარკვეულწილად არ მომწონდა - 20%; ძალიან არ მომწონდა - 22%.

 

 

გამოკითხულთა 64% დანამდვილებით აპირებს თბილისის მერის არჩევნებზე ხმის მიცემას:

 

 

სავარაუდოდ კი - 19%; სავარაუდოდ არა - 6%; დანამდვილებით არა - 5%.

 

 

„ედისონ რისერჩმა“ კველვა ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის დაკვეთით ჩაატარა. კომპანიის ინფორმაციით, კვლევა 22 სექტემბრიდან 2 ოქტომბრამდე პერიოდს მოიცავს. საველე სამუშაოები თბილისში ჩატარდა. გამოკითხულთაგან ყველა არის სრულწლოვანი და აქვს დედაქალაქში ხმის მიცემის უფლება.

 

 

ამერიკული კომპანიის გამოკითხვის შედეგები „რუსთავი 2"-მა გაასაჯაროვა.

 

კომენტარები: 2
#2   დავით ორჯონიკიძე
      
ბინძურებო, იმ ამერიკული კომპანიის დამფუძნებელი ვინ არის, ისიც გაასაჯაროვეთ, ახვრებო!
9 ოქტომბერი 2017 06:37
#1   zaza malazonia
      
კახა კალაძე
9 ოქტომბერი 2017 03:55
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი