გურჯაანში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის ოფიციალური წარდგენა გაიმართა
09-10-2017, 17:09

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გურჯაანში „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მერობის კანდიდატის, არჩილ ხანდამაშვილისა და საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატების ოფიციალური წარდგენა გაიმართა.

 


ღონისძიებას საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი ილია ელოშვილი, თელავი-ახმეტისა და გურჯაანის მაჟორიტარები პარლამენტში, გელა სამხარაული და დავით სონღულაშვილი ესწრებოდნენ.

 


„კარგად ვიცნობ იმ გამოწვევებს, რომელიც დღეს ჩვენს მოქალაქეებს აწუხებთ. ვიცი რომ, თითოეული საკითხის გადაჭრას განსაკუთრებული მიდგომა ჭირდება. „ქართული ოცნების“, ჩვენი გუნდის მიზანი მკაფიოა - ოთხი წლის შემდეგ გურჯაანი იქნება ერთ-ერთი მოწინავე და გამორჩეული მუნიციპალიტეტი“, განუცხადა ამომრჩეველს არჩილ ხანდამაშვილმა.

 


მერობის კანდიდატის განცხადებით, გურჯაანის მერია, რომელსაც ის უხელმძღვანელებს, იქნება საქმეზე ორიენტირებული, პასუხისმგებლიანი, ოპერატიული და გულისხმიერი.

 


„ჩვენ ვიქნებით, ყოველთვის თქვენ გვერდით. თქვენ იცით, რომ გზების რეაბილიტაციის მიმართულებით, ცენტრალური მაგისტრალების საკითხი მოგვარებულია.

 

 

გურჯაანის შემოვლითი გზა, ბაკურციხე-გურჯაანი- თელავის შემაერთებელი ახალი გზები, თბილისი- ბაკურციხის ჩქაროსნული მაგისტრალი, ეკონომიკურ, და ტურისტულ პოტენციალს კიდევ უფრო გაზრდის. თუმცა, შიდა საუბნო გზები, ჯერ კიდევ საჭიროებს მოწესრიგებას. სასწრაფოდ, უნდა მოგვარდეს სასმელი წყლის პრობლემა.

 

 

ჩვენ, თითოეული გურჯაანელის დახმარება, მათი გვერდში დგომა გვჭირდება“, მიმართა მხარდამჭერებს არჩილ ხანდამაშვილმა.

 

 

ინფორმაციას „ქართული ოცნების" პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი