თბილისის საკრებულოს შენობასთან პოლიციაა მობილიზებული. 16:00 საათზე საკრებულოს სხდომაა დაგეგმილი, მანამდე კი, 14:00 საათზე საკრებულოს შენობასთან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები აპირებენ შეკრებას.
პარტიაში აცხადებენ, საკრებულოს სხდომაზე „ქართული ოცნების“ უმრავლესობა გეგმავს „საბოლოოდ დაუკანონოს ბიძინა ივანიშვილს პუშკინის სკვერის ტერიტორია და თაბორის მთაზე მდებარე ახალი ტერიტორია".
საკრებულოში მისვლას გეგმავს ასევე „ევროპული საქართველოც".
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის, გიორგი ალიბეგაშვილის განცხადებით, საკრებულომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საკრებულოს დღევანდელ სხდომას მხოლოდ საკრებულოს წევრები, აპარატის თანამშრომლები და მედიის წარმომადგენლები დაესწრებიან.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.