ბაღდათის მერობის კანდიდატი არჩილ გოგსაძე: მინდა, რომ ახალგაზრდებისთვის ბაღდათში ყოფნა საინტერესო და მიმზიდველი იყოს
10-10-2017, 12:50

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი არჩილ გოგსაძე ბაღდათის მოსახლეობას შეხვდა.

 

 

პარტიის პრესსამსახურის ცნობით, მერობის კანდიდატმა ამომრჩეველს სამომავლო გეგმები გააცნო და მათი პრობლემების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.

 


არჩილ გოგსაძემ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ განსაკუთრებულ ყურადღებას ახალგაზრდების დასაქმების საკითხს მიაქცევს, რათა ქალაქში დარჩენა მათთვის მიმზიდველი და პერსპექტიული გახდეს.

 


„განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობ ახალგაზრდებს. ხელს შევუწყობ, რომ ადგილზე დარჩნენ და საქმიანობა ბაღდათში გააგრძელონ. მინდა, რომ მათთვის აქ ყოფნა საინტერესო და მიმზიდველი იყოს. ჩვენ უკვე დაწყებული გვაქვს ამ მიმართულებით მუშაობა და სხვადასხვა გეგმები გვაქვს განსახორციელებელი“,განაცხადა შეხვედრაზე მერობის კანდიდატმა.

 


არჩილ გოგსაძემ გამარჯვების შემთხვევაში, ბაღდათის მოსახლეობას არსებული პრობლემების გადასაჭრელად ერთობრივი მუშაობა შესთავაზა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი