გოჩა კურდღელიამ და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ოლეგ ნაჭყებიამ ფოთში შეხვედრა გამართეს
10-10-2017, 15:54

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ფოთის მერობის კანდიდატი გოჩა კურდღელია ცენტრის უბანში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ოლეგ ნაჭყებიასთან ერთად, სვანეთისა და წმინდა ნინოს ქუჩების მოსახლეობას შეხვდა.

 


როგორც GUARDIAN.GE-ს პარტიიდან აცნობეს, მმართველი გუნდის კანდიდატები მოსახლეობას იმ ოთხწლიან ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ესაუბრნენ, რომლის სამოქმედო გეგმაც უკვე შემუშავებულია.

 


„ფოთისთვის „ქართული ოცნების“ გამარჯვება სტაბილურობას, ადამიანებზე ზრუნვას, თვითთმართველობის საქმიანობაში მოქალაქეების ჩართულობას, განვითარებულ ეკონომიკასა და ინფრასტრუქტურას ნიშნავს. ჩემი საარჩევნო პროგრამა თქვენს მოთხოვნებსა და საჭიროებებზე მაქსიმალურად იქნება მორგებული. შესაბამისად, მზად ვარ, თქვენგან წამოსულ ჯანსაღ ინიციატივებს მხარი დავუჭირო“, განაცხადა გოჩა კურდღელიამ.

 


მისივე თქმით, მმართველი გუნდი ერთიანი ძალებით, ფოთში არსებული პრობლემების მოგვარებას პირველივე დღიდან შეუდგება.

 


„ყოველი ჩვენგანის ვალია, საკუთარი წვლილი შევიტანოთ ქალაქის წინსვლაში. თქვენთან ერთად, შევქმნით ძლიერ ფოთს ძლიერი საქართველოსთვის“, აღნიშნა მერობის კანდიდატმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი