თბილისის საკრებულოში ბიუროს სხდომაზე სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა
10-10-2017, 17:01

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის საკრებულოში ბიუროს სხდომაზე სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირება უმრავლესობისა და უმცირესობის დეპუტატებს შორის საკრებულოს შენობასთან განვითარებული მოვლენების განხილვას მოჰყვა.

 

 

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი მარიკა დათუკიშვილი, ფრაქცია „რესპუბლიკელების“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე დაინტერესდნენ, რომელი კანონის თანახმად დაიხურა დღევანდელი სხდომა საზოგადოების წარმომადგენლებისა და პარლამენტარებისთვის.

 

 

უმცირესობის წევრები საკრებულოს სხდომაზე პარლამენტის დეპუტატების შეშვებას ითხოვდნენ.

 

 

საკრებულოს თავმჯდომარის, გიორგი ალიბეგაშვილის განმარტებით, ოპოზიციონერი პარლამენტარები სხდომაზე დასწრების შემთხვევაში არეულობას გამოიწვევდნენ.

 

 

პარალელურად, საკრებულოს შენობასთან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" აქციას მართავს. პარტიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის ერთ ლარად თაბორის მთისა და პუშკინის სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე ნაკვეთის გადაცემას არ დაუშვებენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი