„დღეიდან პუშკინის სკვერი არის ივანიშვილის გარაჟი და ბოტანიკური ბაღი მისი პირადი ბოსტანი“ - ზაალ უდუმაშვილი „ფართომასშტაბიან და მრავალათასიან აქციას“ აანონსებს
10-10-2017, 18:31

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ის ადგილი, სადაც ახლა ჩვენ ვიმყოფებით, უკვე აღარ არის პუშკინის სკვერი. თბილისის საკრებულოს უმრავლესობის გადაწყვეტილებით, ამ ადგილს დღეიდან ჰქვია ბიძინა ივანიშვილის პირადი გარაჟი. დიახ, გარაჟი იმიტომ, რომ სიტყვა ავტოფარეხი ბიძინა ივანიშვილს არ ესმის რას ნიშნავს, აღნიშნული განცხადება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თბილისის მერობის კანდიდატმა, ზაალ უდუმაშვილმა გააკეთა.

 

 

მერობის კანდიდატმა საკრებულოს გადაწყვეტილება დედაქალაქში ორი მიწის ნაკვეთის გასხვისებასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ გააპროტესტა და თქვა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებით ბრძოლა არ დასრულებულა.

 

 

ზაალ უდუმაშვილი „ფართომასშტაბიან და მრავალათასიან" აქციას აანონსებს და აცხადებს, რომ „დღეს ვერ მივაღწიეთ შედეგს, ხვალ მივაღწევთ, ხვალ ვერ მივაღწევთ? ზეგ მივაღწევთ, ოღონდ აუცილებლად მივაღწევთ".

 

 

„ეს გადაწყვეტლება მიიღო თბილისის სამარცხვინო უმრავლესობამ და რის ხარჯზე? რა ხდებოდა დღეს საკრებულოს შენობის წინ? ჯერ საკრებულო საერთოდ გამოკეტეს, როგორც ერთი ჯიხური, ისე შეიყუჟნენ შიგნით და მიიღეს გადაწყვეტილება. გამოყარეს ჩვენი დეპუტატები საკრებულოდან, მათ შორის, ძალის გამოყენებით და რა ხდებოდა შენობის გარეთ, ამას ხომ მაყურებელი თავად ადევნებდა თვალს. ჩვეულებრივი ანგარიშსწორება იყო აქციის მონაწილეებზე, იმ აქციის მონაწილეებზე, რომლის მთავარი მოთხოვნაც იყო რომ თბილისს დარჩენოდა მისი ისტორიული ტერიტორია. დღეიდან პუშკინის სკვერი არის ივანიშვილის გარაჟი და ბოტანიკური ბაღი მისი პირადი ბოსტანი. ეს გააკეთა დღეს თბილისის საკრებულოს „ქართულმა ოცნებამ".

 

 

დაკავებულია 10-მდე ჩვენი თანამებრძოლი. მათი ადგილისამყოფელის დადგენას ვცდილობთ ახლა, მაგრამ ეს ძალიან რთულია. ჩვენ კი არა, სახალხო დამცველის წარმომადგენლებსაც უჭირთ მათი ადგილსამყოფელის დადგენა. მაგალითად, კოტე იოსელიანი - ჩვენი ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატი - სახალხო დამცველის წარმომადგენლები ითხოვენ მასთან შეხვედრას და არც ეუბნებიან სად არის, რომ უბრალოდ შევიდნენ და ნახონ. ფიზიკურად უსწორდებოდნენ, ჩემს თვალწინ ვნახე რამდენიმე ჩვენი თანამებრძოლი როგორი ცემით შეათრიეს საკრებულოს შენობაში. დიახ, საკრებულოს შენობაში, რომელიც დღეს იყო ჩვეულებრივი პოლიციის იზოლატორი....

 

 

არავის ეგონოს, რომ ამ გადაწყვეტილებით დასრულდა ბრძოლა - დღეს ვერ მივაღწიეთ შედეგს, ხვალ მივაღწევთ, ხვალ ვერ მივაღწევთ? ზეგ მივაღწევთ, ოღონდ აუცილებლად მივაღწევთ. და ეს ტერიტორია ისევე, როგორც თაბორის მთა, დარჩება თბილისს. ამიტომ, ახლა მე ვაანონსებ - შაბათს, 14:00 საათზე ფართომასშტაბიან და მრავალათასიან აქციას - რუსთაველის მეტროსთან ვიკრიბებით ყველა, რათა დავიბრუნოთ თბილისის დაკარგული ტერიტორიები", განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი