სტივენ პადოკმა ლას ვეგასში განხორციელებულ თავდასხმამდე 6 წუთით ადრე დაცვის თანამშრომელი დაჭრა
10-10-2017, 19:26

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ოფიციალური პირების თანახმად, სტივენ პადოკმა, რომელმაც ლას ვეგასში შეკრებილ ხალხს ცეცხლი გაუხსნა, თავდასხმამდე ექვსი წუთით ადრე დაცვის თანამშრომელი დაჭრა. 

 

 

თავდაპირველად პოლიციამ განაცხადა, რომ დაცვის თანამშრომელმა ხელი შეუშალა პადოკს, როდესაც ის თავდასხმას ახორციელებდა.

 

 

ეს ფაქტი თავისთავად ბადებს კითხვას: „რატომ ვერ შეძლო პოლიციამ პადოკის ადგილსამყოფელის დადგენა, ვიდრე თავდასხმა განხორციელდებოდა?“

 

 

თავდასხმამ 58 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და თანამედროვე ამერიკის ისტორიაში ყველაზე სისხლიანი გახდა.

 

 

პადოკმა კონცერტზე შეკრებილ ათასობით ადამიანს ცეცხლი სასტუმრო „მანდალაი ბეის“ აივნიდან გაუხსნა.

 

 

დაცვის თანამშრომელმა, ჯესუს კამპოსმა, თავდამსხმელს სროლაში ხელი შეუშალა, რადგან ის იძულებული გახდა სასტუმროს კარების მიმართულებით გაეგრძელებინა სროლა.

 

 

პოლიციამ განაცხადა, რომ დაცვის თანამშრომლის დაჭრის შემდეგ პადოკმა ხალხის მიმართულებით სროლა შეწყვიტა.

 

 

თუმცა, პოლიციამ ახლახან  განაცხადა, რომ პადოკმა კამპოსი პირველი ოქტომბრის საღამოს 9:59-ზე დაჭრა. მათი თქმით, კამპოსი იმავე სართულზე, სასტუმროს სხვა ნომერში ამოქმედებული სიგნალიზაციის შესამოწმებლად წავიდა.

 

 

პოლიციის თქმით, პადოკმა კონცერტზე შეკრებილ ხალხს ცეცხლი 10:05-ზე გაუხსნა და 11 წუთის განმავლობაში განაგრძობდა ხალხზე თავდასხმას.

 

 

ოლქის შერიფმა, ჯოსეფ ლომბარდომ განაცხადა, რომ სანამ პოლიცია 32-ე სართულზე არ ავიდა, ვერ შეამჩნია, რომ ერთ-ერთი დაცვის თანამშრომელი ადგილზე არ იმყოფებოდა. ეს ყველაფერი იმის მიუხედავად მოხდა, რომ კამპოსმა სასტუმროს დაცვის სამსახურის გუნდს განგაშის სიგნალი გაუგზავნა.

 

 

პოლიციის თქმით, 64 წლის მსროლელი თავდასხმის წინა ღამით შენიშნეს, როდესაც ის ლას ვეგასში აზარტულ თამაშებს თამაშობდა.

 

 

 

 

ფოტოზე გამოსახულია სასტუმროს ის ოთახი, საიდანაც პადოკმა სროლები განახორციელა

 

 

როდესაც პოლიციის ოფიცრები პადოკის ნომერში შევიდნენ, იგი გარდაცვლილი დახვდათ. ჯერჯერობით უცნობია, რატომ შეწყვიტა პადოკმა სროლა.

 

 

 

„პადოკი თავის ქმედებებს განზრახ მალავდა, რაც ჩვენ საქმეს გვირთულებს“, განაცხადა ბატონმა ლომბარდომ. პადოკის მოტივი კვლავ უცნობი რჩება.

 

 

თავდამსხმლის მენტალური მდგომარეობის კვლევისას, პოლიციამ ვერ აღმოაჩინა ისეთი შემთხვევა, რასაც შეეძლო პადოკი ებიძგებინა ასეთი სასტიკი საქციელისკენ.

 

 

ნავარაუდევია, რომ პადოკმა, თავდასხმამდე რამდენიმე კვირის წინ, სხვა კონცერტების ადგილმდებარეობებიც დაზვერა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი