„ქართული ოცნების“ ლანჩხუთის მერობის კანდიდატი ალექსანდრე სარიშვილი ამომრჩეველთან შეხვედრებს განაგრძობს
10-10-2017, 20:21

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

,,ქართული  ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი, ალექსანდრე სარიშვილი, მოსახლეობასთან შეხვედრებს აქტიურად განაგრძობს. სარიშვილი თანაგუნდელებთან და ლაშისღელე-აგარაკის მაჟორიტარობის კანდიდატ  კარლო კვიტაიშვილთან  ერთად ცინცაძის, თამარ მეფისა და ურუშაძის ქუჩის მოსახლეობას შეხვდა.

 

 

,,ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ბოლო წლებში გზების მშენებლობა-რეაბილიტაციის  კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაოები შესრულდა. მარტო ქალაქ ლანჩხუთში თვრამეტი ქუჩა მოასფალტდა. მინდა გითხრათ, რომ ინფრასტრუქტურის განვითარება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის. მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში მასშტაბური საგზაო და კომუნალური ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაა დაგეგმილი”, განაცხადა ალექსანდრე სარიშვილმა მოსახლეობასთან შეხვედრაზე.

 

 

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი ჩოჩხათის მაჟორიტარობის კანდიდატ რეზო კვაჭაძესათან ერთად მოედანის, კოკათისა და ხორეთის სოფლების მოსახლეობას შეხვდა. 

 

 

სარიშვილმა ადგილობრივებს საარჩევნო პროგრამა გააცნო და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა. ,,საჭიროა თქვენი მაქსიმალური ჩართულობა ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში. ყველა ის პროექტი, რომელიც დაიგეგმება თქვენს სოფელში, მოსახლეობასთან შეთანხმებით იქნება განხორციელებული“, აღნიშნა მერობის კანდიდატმა, როგორც ეს GUARDIAN.GE-ს პარტიიდან აცნობეს. 

 

კომენტარები: 1
#1   ნიკა
      
ოდილაურლებს გვიშველეთ რაცხა! გზაი არ გვააააქ smile
11 ოქტომბერი 2017 14:19
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი