კატალონიის ლიდერის პარლამენტში გამოსვლა, სადაც პუჩდემონმა დამოუკიდებლობა უნდა გამოაცხადოს, ერთი საათით გადაიდო
10-10-2017, 20:28

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

კატალონიის ლიდერის, კარლე პუჩდემონის პარლამენტში გამოსვლა ერთი საათით გადაიდო. მას რეგიონულ პარლამენტში სიტყვა ადგილობრივი დროით 18:00 საათზე (თბილისის დროით, 20:00 სთ) უნდა წარმოეთქვა.

 

 

პუჩდემონის სიტყვით გამოსვლას პარლამენტის მიერ დამოუკიდებლობისთვის კენჭისყრა უნდა მოჰყოლოდა. 

 

 

გამოითქმის ვარაუდები, რომ სიტყვით გამოსვლის გადადების მიზეზი საერთაშორისო შუამავლობაა. სხვა ცნობებით, მისი პარტიის კოალიციის პარტნიორები, მემარცხენე პარტია, პუჩდემონის სიტყვის ტექსტით იყო უკმაყოფილო და მესამე ვარაუდით, ესპანეთის პრემიერ მინისტრის, მარიანო რაჰოის კონსერვატიული პარტია და ცენტრისტები შეეცადნენ, რომ მისი პარლამენტში გამოსვლა გაუქმებულიყო.  

 

 

მანამდე კი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, დონალდ ტუსკმა დაჟინებით მოუწოდა კარლე პუჩდემონს არ გამოაცხადოს დამოუკიდებლობა. ევროკავშირის ლიდერმა განაცხადა, რომ შედეგები „აშკარაა, რომ ცუდი იქნება კატალონიისთვის, ესპანეთისთვის და მთელი ევროპისთვის“.

 


„მოდით, ყოველთვის ვეძებოთ ის, თუ რა გვაერთიანებს ჩვენ და არა ის, რა გვყოფს. ეს არის ის, რაც ჩვენი კონტინენტის მომავალს გადაწყვეტს“, განაცხადა ტუსკმა.

 


საერთაშორისო სავალუტო ფონდმა კატალონიის მდგომარეობა აღწერა, როგორც „მღელვარე“.

 


ვაშინგტონში გამართულ პრესკონფერენციაზე ფონდის მთავარმა ეკონომისტმა, მაურიკე ობსტფელდმა განაცხადა, რომ ეს „ბევრ გაურკვევლობას გამოიწვევს, როგორც კატალონიის, ისე ესპანეთის ეკონომიკაში“.

 


მან თქვა, რომ ორივე მხარემ არ უნდა იმოქმედოს „ნაჩქარევად და გამართოს მოლაპარაკებები. ძალიან ბევრი პოტენციური სარგებელია ორივე მხარისათვის, თუკი ისინი ამას გამოიყენებენ“.

 

 

ბარსელონას უნივერსიტეტის საკონსტიტუციო კანონის პროფესორმა ჯოზეფ მარია კასტელამ BBC-ს განუცხადა, რომ ესპანეთის მხრიდან კატალონიის პირდაპირი წესით მმართველობის პროცესი ერთ კვირაზე ნაკლებ დროში იქნება შესაძლებელი.

 


„155-ე მუხლი ბევრი შესაძლებლობის მიმნიჭებელია, მაგრამ ზღუდავს ავტონომიის სრულ შეჩერებას.

 


„სხვა არჩევანი მოიცავს გარკვეული უფლებამოსილებების შეჩერებას - ისეთის, როგორიცაა უსაფრთხოება. სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი რამ იქნება პორტების, აეროპორტების, კომუნიკაციების ცენტრების და საზღვრების ესპანეთის ძალების მიერ გაკონტროლება“, განაცხადა პროფესორმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი