კატალონიის პარლამენტის ერთი საათით გადადებული სხდომა განახლდა და კარლე პუჩდემონი სესიაზე სიტყვით გამოდის
10-10-2017, 21:35

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

კატალონიის პარლამენტის ერთი საათით გადადებული სხდომა განახლდა და კარლე პუჩდემონი სესიაზე სიტყვით გამოდის, რის შემდეგაც დამოუკიდებლობის დეკლარაციის კენჭისყრა უნდა გაიმართოს.

 


როგორც BBC იუწყება, კატალონიის პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლა იმის ახსნით დაიწყო, რომ იგი ისაუბრებდა 1-ლი ოქტომბრის სადავო რეფერენდუმის შედეგებზე.

 

 

„აშკარა გახდა, რომ ეს უკვე აღარ არის შიდა საკითხები. კატალონია ახლა ევროპული საკითხია“, განაცხადა მან და დაამატა, რომ „არ გეგმავს რაიმე მუქარებს და შეურაცხყოფებს“ და ამის ნაცვლად მას „დაძაბულობის დეესკალაცია სურს“.

 

 

პუჩდემონმა ესპანეთის მთავრობის ქმედება დაგმო, რომელიც აკრძალულად გამოცხადებული 1-ლი ოქტომბრის რეფრენდუმის ბლოკირებას ახდენდა.

 

 

კატალონიის ლიდერმა განაცხადა, რომ სურს „გაჰყვეს ხალხის ნებას დამოუკიდებელი სახელმწიფოს გზაზე“.

 


„ბიულეტენები ამბობენ - დიახ, დამოუკიდებლობას. ეს არის ნება, რომელსაც მინდა რომ გავყვე“, უთხრა პუჩდემონმა პარლამენტს.

 


„ამ ისტორიულ მომენტში, როგორც კატალონიის პრეზიდენტი, მე მსურს გავყვე ხალხის ნებას, გახდეს კატალონია დამოუკიდებელი სახელმწიფო“, თქვა მან.

 


სესია დაგეგმილი 18:00 საათის (თბილისის დროით 20:00 სთ) ნაცვლად 1 საათით გვიან დაიწყო, რის გამოც გამოითქმებოდა ვარაუდები, რომ პუჩდემონის სიტყვით გამოსვლის გადადების მიზეზი საერთაშორისო შუამავლობა იყო. სხვა ცნობებით, მისი პარტიის კოალიციის პარტნიორები, მემარცხენე პარტია, პუჩდემონის სიტყვის ტექსტით იყო უკმაყოფილო და მესამე ვარაუდით, ესპანეთის პრემიერ მინისტრის, მარიანო რაჰოის კონსერვატიული პარტია და ცენტრისტები შეეცადნენ, რომ მისი პარლამენტში გამოსვლა გაუქმებულიყო.

 


მანამდე კი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, დონალდ ტუსკმა დაჟინებით მოუწოდა კარლე პუჩდემონს არ გამოეცხადებინა დამოუკიდებლობა. ევროკავშირის ლიდერმა განაცხადა, რომ შედეგები „აშკარაა, რომ ცუდი იქნება კატალონიისთვის, ესპანეთისთვის და მთელი ევროპისთვის“.

 


„მოდით, ყოველთვის ვეძებოთ ის, თუ რა გვაერთიანებს ჩვენ და არა ის, რა გვყოფს. ეს არის ის, რაც ჩვენი კონტინენტის მომავალს გადაწყვეტს“, განაცხადა ტუსკმა.

 


საერთაშორისო სავალუტო ფონდმა კატალონიის მდგომარეობა აღწერა, როგორც „მღელვარე“.

 


ვაშინგტონში გამართულ პრესკონფერენციაზე ფონდის მთავარმა ეკონომისტმა, მაურიკე ობსტფელდმა განაცხადა, რომ ეს „ბევრ გაურკვევლობას გამოიწვევს, როგორც კატალონიის, ისე ესპანეთის ეკონომიკაში“.

 


მან თქვა, რომ ორივე მხარემ არ უნდა იმოქმედოს „ნაჩქარევად და გამართოს მოლაპარაკებები. ძალიან ბევრი პოტენციური სარგებელია ორივე მხარისათვის, თუკი ისინი ამას გამოიყენებენ“.

 


ბარსელონას უნივერსიტეტის საკონსტიტუციო კანონის პროფესორმა ჯოზეფ მარია კასტელამ BBC-ს განუცხადა, რომ ესპანეთის მხრიდან კატალონიის პირდაპირი წესით მმართველობის პროცესი ერთ კვირაზე ნაკლებ დროში იქნება შესაძლებელი.

 


„155-ე მუხლი ბევრი შესაძლებლობის მიმნიჭებელია, მაგრამ ზღუდავს ავტონომიის სრულ შეჩერებას.

 


„სხვა არჩევანი მოიცავს გარკვეული უფლებამოსილებების შეჩერებას - ისეთის, როგორიცაა უსაფრთხოება. სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი რამ იქნება პორტების, აეროპორტების, კომუნიკაციების ცენტრების და საზღვრების ესპანეთის ძალების მიერ გაკონტროლება“, განაცხადა პროფესორმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი