„ლიბერთი ბანკი“ შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის ხელშეწყობას განაგრძობს
11-10-2017, 15:56

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ლიბერთი ბანკის" დირექტორმა, ალექსი ხოროშვილმა და ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრის რეჰაბის" დირექტორმა, დავით შველიძემ ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმის გაგრძელებას მოაწერეს ხელი.

 

 

„ლიბერთი ბანკის" ცნობით, მემორანდმუმის ფარგლებში, „ლიბერთი ბანკი" 2017 წლის ბოლომდე განაგრძობს სოციალურად დაუცველი შეზღუდული შესაძლებლობლობის სტატუსის მქონე იმ ბენეფიციარების რეაბილიტაციის დაფინანებას, რომლებიც ჯერჯერობით ვერ მოხვდნენ სახელმწიფო პროგრამაში.

 

 

შპს ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრი რეჰაბი“ 2016 წლის დეკემბერში დაფუძნდა და 2017 წლის 1-ლი კვარტალის ბოლოდან ჩართულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის ბავშვთა რეაბილიტაცია/აბილიტაციისა ქვეპროგრამებში.

 

 

ცენტრი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური კადრებით, აღჭურვილია სათანადო სარეაბილიტაციო ინვენტარით და გააჩნია მკურნალობისათვის საჭირო ადაპტირებული გარემო.

 

 

„მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენს და ზრუნავს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა რეაბილიტაცია/აბილიტაციისათვის, ჯერ კიდევ არასაკმარისი საბიუჯეტო დაფინანსების პირობებში ბენეფიციართა დიდი რაოდენობა ამ მომსახურეობით დღეისათვის ვერ სარგებლობს, რის გამოც მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება ვერ ხერხდება. სწორედ ამიტომ დავიწყეთ კერძო სექტორში, განსაკუთრებით კი სოციალური პროგრამების განხორციელებაში აქტიურად ჩართული ორგანიზაციებისათვის ინფორმაციის მიწოდება და უნდა აღვნიშნო, რომ ლიბერთი ბანკის სახით ძალიან ღირსეული და ქველმოქმედი პარტნიორი შევიძინეთ. დღეისათვის მათ მიერ დაფინასებულია 200 ბენეფიციარის 6.600 პროცედურა და ბანკი 2017 წლის ბოლომდე განაგძობს მათი რეაბილიტაციის ხელშეწყობას“, აცხადებს ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრი რეჰაბის" დირექტორი დავით შველიძე.

 

 

„სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, ლიბერთი ბანკის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება არის შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე პირების ხელშეწყობა. მათი უმრავლესობა ჩვენი ბანკის მომხმარებელია, აქიდან გამომდინარე, უშუალო შეხება გვაქვს მათ პრობლემებთან. ვფიქრობთ, ძალიან მნიშვნელოვანია მათთვის ადაპტირებული სერვისების შეთავაზება, მათი მომზადება დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის, საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა, რათა თითოეულმა მათგანმა შეძლოს საკუთარი პოტენციალის გამოვლენა და გამოყენება. შედეგის მისაღწევად ბანკი თანამშრომლობს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და იმ ორგანიზაციებთან, რომლებსაც კონკრეტული სერვისების მიწოდების გამოცდილება აქვთ“, განაცხადა ლიბერთი ბანკის" გენერალურმა დირექტორმა,  ალექსი ხოროშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი