ლევან იზორია ნატოს „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის სარდალს, გენერალ ჯონ ნიკოლსონს შეხვდა
11-10-2017, 19:24

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ბათუმში, საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ნატოს „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის (RSM) სარდალს, გენერალ ჯონ ნიკოლსონს შეხვდა. შეხვედრას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია და მისი პირველი მოადგილე, პოლკოვნიკი ნიკოლოზ ჯანჯღავა დაესწრნენ.

 


თავდაცვის სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ნატოს „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში საქართველოს მონაწილეობის საკითხი განიხილეს. გენერალმა ჯონ ნიკოლსონმა საქართველოს მსოფლიო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა:

 

 

„ჩვენ ვაფასებთ და პატივს ვცემთ საქართველოს კონტრიბუციას საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. სწორედ ტერორიზმს ვებრძვით ავღანეთში. ჩვენი და ნატოს კოალიციური ძალების ზეწოლა პრევენციას ახდენს ტერორისტულ ორგანიზაციებზე, რათა მსგავსი აქტებიდან დაცული იყოს ჩვენი ქვეყნები. კიდევ ერთხელ მსურს მადლობა გადავუხადო საქართველოს ერთგულებისთვის და უდიდესი წვლილისთვის. საქართველო ნატოს არაწევრ ქვეყნებს შორის ერთ სულ მოსახლეზე ყველა დიდი კონტინგენტითაა წარმოდგენილი მტკიცე მხარდაჭერის მისიაში.”

 

 

მან კიდევ ერთხელ გამოხატა ამერიკის შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.

 


ქართული მხარის განცხადებით, საქართველო აქტიურად გააგრძელებს საერთაშორისო მშვიდობის და სტაბილურობის მხარდაჭერას, როგორც ევრო-ატლანტიკურ სივრცეში, ასევე მის გარეთ. შეხვედრაზე საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) შესახებაც ისაუბრეს.

 

 

„გვქონდა საუბარი იმაზე, თუ რას ვაკეთებთ ერთად ჩვენი ქვეყნის თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით. ამ თვალსაზრისით გვაქვს უპრეცენდენტოდ კარგი დინამიკა წელს, რომელიც უკავშირდება ერთობლივ წვრთნებს, უკავშირდება ამბიციური პროგრამების განხორციელებას, როგორიცაა საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა“, აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

 

 

ლევან იზორიას განცხადებით, უახლოეს მომავალში ვაშინტონში აშშ-ის თავდაცვის მდივანს ჯეიმს მატისს შეხვდება.

 


„მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის მეთაური ხვალ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას. გენერალი ჯონ ნიკოლსონი სიტყვით გამოვა პანელზე - „ნატო ვარშავის სამიტის შემდეგ“.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი