პრეზიდენტის ადმინისტრაცია საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების საკითხთან დაკავშირებით იუსტიციის მინისტრის განცხადებას ეხმაურება
12-10-2017, 15:47

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი საქართველოს მოქალაქობის მინიჭების საკითხთან დაკავშირებით იუსტიციის მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.

 

 

გიორგი აბაშიშვილი აცხადებს, რომ მოქალაქეობის მინიჭების მეტი საჯაროობისკენ გადადგმულმა ნაბიჯებმა ცალკეულ პიროვნებებს მნიშვნელოვანი დისკომფორტი შეუქმნა.

 

 

„მიმდინარე წლის 1-ელ სექტემბერს დავაფიქსირე საქართველოს პრეზიდენტის ინიციტივა, რომ გაზრდილი მოთხოვნიდან და იმ პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, რაც დაკავშირებული იყო ევროკავშირთან უვიზო რეჟიმთან, დახვეწილიყო მიდგომები საგამონაკლისო წესით მოქალაქეობის მინიჭების საკითხზე. პრეზიდენტს მიაჩნდა და მიაჩნია, რომ საგამონაკლისო წესით მოქალაქეობის მინიჭება უნდა ხდებოდეს უპრეცედენტოდ გამჭვირვალედ და მასში ჩართული უნდა იყვნენ საზოგადოების წარმომადგენლები. თვეზე მეტი პერიოდის განმავლობაში მიმდინარეობდა ინტენსიური კონსულტაციები აღნიშნული საკითხის მოწესრიგებასთან დაკავშირებით შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან, მათ შორის იუსტიციის სამინისტროსთან. დღეს გამოჩნდა, რომ მეტი საჯაროოებისკენ გადადგმულმა ნაბიჯებმა ცალკეულ პიროვნებებს მნიშვნელოვანი დისკომფორტი შეუქმნა. მაშინ როცა პროცესი დასრულებისკენ მიდიოდა, ჩვენ მივიღეთ წერილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროსგან, სადაც საუბარია, რომ საჯაროობისკენ გადადგმული ნაბიჯებით, საქართველოს პრეზიდენტი, ვციტირებ: „უხეშად არღვევს კანონს" და ამის შემდგომ, კვალავ ვციტირებ: „მოკლებული იქნება ყოველგვარ შესაძლებლობას, გავლენა იქონიოს გადაწყვეტილებებზე"(რაც დაკავშირებულია მოქალაქეობის მინიჭებასთან). საუბარია იმ გადაწყვეტილებებზე, რომელიც არის საქართველოს პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლება. თავის მხრივ, დღეს, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა გამართულ ბრიფინგზე ეს ყველაფერი გადათარგმნა ასე ვთქვათ და გააჟღერა პრეზიდენტის პოლიტიკურ კრიტიკაში.... სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ პრეზიდენტის 1-ლი სექტემბრის ინიციატივის თანახმად, საგამონაკლისო წესით მოქალაქეობის მინიჭების პროცესი აუცილებლად გახდება უპრეცედენტოდ გამჭვირვალე, მასში აუცილებლად ჩაერთვებიან საზოგადოების წარმომადგენლები, შესაბამისად, აღნიშნული საკითხი უახლოეს დღეებში ასახული იქნება შესაბამის სამართლებრივ აქტში“, განაცხადა აბაშიშვილმა.

 

 

იუსტიციის მინისტრმა მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 5-წლიანი საქმიანობა შეაჯამა. თეა წულუკიანის ინფორმაციით, ბოლო 5 წლის განმავლობაში საქართველოს მოქალაქეობის მიღების მოთხოვნით სამინისტროს 30 000-ზე მეტმა ადამიანმა მიმართა, საიდანაც 23 000 პირის შემთხვეაში უწყებამ დადებითი რეკომენდაცია გასცა.

 

 

მინისტრის განცხადებით, პრეზიდენტი ბოლო კვირების განმავლობაში გადაგზავნილ განაცხადებს ხელს აღარ აწერს. მოქალაქეობის მაძიებლების დიდი ნაწილი საქართველოდან ემიგრაციაში წასული პირები არიან.

 

 

„ორმა სხვადასხვა პრეზიდენტმა 2013 წლიდან დღემდე სხვადასხვა ტიპის გადაწყვეტილებები მიიღო ჩვენ მიერ გაგზავნილ დადებით რეკომენდაციებზე და გამოიცა მინიჭების შესახებ დასკვნები, თუმცა იყო შემთხვევები, განსაკუთრებით წელს და ბოლო კვირებში, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი ჩვენ მიერ გამოცემულ დადებით დასკვნებს უარყოფს და აღარ ანიჭებს ზოგიერთ ჩვენს ქვეყანაში დაბადებულ ადამიანს საქართველოს მოქალაქეობას. ახალი კრიტერიუმები ჩვენთვის უცნობი რჩება",  განაცხადა თეა წულუკიანმა. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი