თეა წულუკიანი: პრეზიდენტი ჩვენ მიერ გამოცემულ დადებით დასკვნებს უარყოფს და აღარ ანიჭებს ზოგიერთ ჩვენს ქვეყანაში დაბადებულ ადამიანს საქართველოს მოქალაქეობას
12-10-2017, 15:40

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 5-წლიანი საქმიანობა შეაჯამა.

 


როგორც მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ბოლო 5 წლის განმავლობაში საქართველოს მოქალაქეობის მიღების მოთხოვნით სამინისტროს 30 000-ზე მეტმა ადამიანმა მიმართა, საიდანაც 23 000 პირის შემთხვეაში უწყებამ დადებითი რეკომენდაცია გასცა.


მისივე განცხადებით, პრეზიდენტი ბოლო კვირების განმავლობაში გადაგზავნილ განაცხადებს ხელს აღარ აწერს.


„ორმა სხვადასხვა პრეზიდენტმა 2013 წლიდან დღემდე სხვადასხვა ტიპის გადაწყვეტილებები მიიღო ჩვენ მიერ გაგზავნილ დადებით რეკომენდაციებზე და გამოიცა მინიჭების შესახებ დასკვნები, თუმცა იყო შემთხვევები, განსაკუთრებით წელს და ბოლო კვირებში, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი ჩვენ მიერ გამოცემულ დადებით დასკვნებს უარყოფს და აღარ ანიჭებს ზოგიერთ ჩვენს ქვეყანაში დაბადებულ ადამიანს საქართველოს მოქალაქეობას. ახალი კრიტერიუმები ჩვენთვის უცნობი რჩება", განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი