მოწმეებმა დაადასტურეს, რომ თემურ ბასილიას წინააღმდეგ სამხილების შეგროვების ბრძანება თათბირზე ზურაბ ადეიშვილმა გასცა - „ახალგაზრდა ადვოკატები“
12-10-2017, 16:51

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ საქართველოს ყოფილი ვიცე-პრემიერისა და პრეზიდენტის ყოფილი თანაშემწის, თემურ ბასილიას საქმეზე 2008 წლის 28 ოქტომბრის განაჩენის გადახედვის პროცესი განაახლა.

 


„ახალგაზრდა ადვოკატების“ ცნობით, სასამართლომ სხდომაზე მთავარი პროკურატურის 4 მოწმე დაკითხა, რომლებმაც გამოძიების ეტაპზეც დაადასტურეს, რომ თემურ ბასილიას მიმართ, წინა ხელისუფლების წარმომადგენლების დავალების შესაბამისად, განხორციელდა უკანონო დევნა და ბრალდება.

 


სასამართლოს დღევანდელ სხდომაზე, ერთ-ერთმა მოწმემ გაიხსენა საქმესთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ეპიზოდი, როდესაც ყოფილმა მთავარმა პროკურორმა, ზურაბ ადეიშვილმა სპეციალური თათბირი მოიწვია და გასცა დავალება, თემურ ბასილიას მიმართ სამართლებრივი დევნის დაწყებისთვის, სამხილები მოემზადებინათ.

 


ამასთან, მოწმეებმა ისაუბრეს თემურ ბასილიას და ს.ს. „ინტელექტბანკის“ კავშირებზე და გამორიცხეს თემურ ბასილიას მხრიდან ბანკის საქმიანობის ფარული მხარდაჭერა და მფარველობა, რომელსაც თემურ ბასილიას მაშინდელი პროკურატურა ედავებოდა. შესაბამისად, მსჯავრდებაც სწორედ ამ პოლიტიკურად მოტივირებულ პოზიციებს დაეყრდნო.

 


ამასთან, მოწმეებმა გაიხსენეს ეპიზოდი, როდესაც მაშინდელი პროკურატურის წარმომადგენლების დავალებით სს ,,ინტელექტბანკის“ გენერალურ დირექტორ გოგი სალიას სასჯელაღსრულების ადმინისტარციულ შენობაში შეხვდნენ და მიაწოდეს ინფორმაცია, რომ თუკი თემურ ბასილიას მიმართ მამხილებელ ჩვენებას მისცემდნენ, როგორც იმჟამად პატიმრობაში მყოფი გოგი სალია, ასევე ცენტრალური ფილიალის მმართველი ლევან კვირიკაშვილი, მათი პატიმრობიდან გათავისუფლებაც დაჩქარდებოდა. მოწმეებმა, საქმესთან დაკავშირებით, აგრეთვე, უპასუხეს სასამართლოს, პროკურატურისა და დაცვის მხარის წარმოამდგენლების შეკითხვებსაც.

 


„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, მთავარი პროკურატურის ახალი გამოძიების პირობებში დადგინდა, რომ 2006 წლის 25 თებერვალს, გენერალური პროკურატურის მიერ თაღლითობის და დოკუმენტის გაყალბებისთვის დაკავებული იყო სს ,,ინტელექტბანკი“-ს გენერალური დირექტორი გოგი სალია და ცენტრალური ფილიალის მმართველი ლევან კვირიკაშვილი. მაშინდელ პროკურატურას სურდა დანაშაულში გამოევლინა პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის ყოფილი თანაშემწე თემურ ბასილია, რომელიც დაპირისპირებული იყო იმჟამინდელ ხელისუფლებასთან. ამ მიზნით, პროკურატურის ხელმძღვანელი პირების ორგანიზებით, საპატიმრო დაწესებულებაში, ფარულად, კანონდარღვევით შეიყვანეს „ინტელექტბანკის“ აქციონერები, რომლებმაც პატიმარ გოგი სალიას და ლევან კვირიკაშვილს გადასცეს პროკურატურის კატეგორიული მოთხოვნა, რომ ხელი მოეწერათ იმ ჩვენებაზე, რომელსაც მათ გამოძიება წარუდგენდა, თითქოსდა თემურ ბასილია „ინტელექტბანკისთვის“ დახმარების აღმოჩენის სანაცვლოდ, ბანკისგან ქრთამის სახით იღებდა ფულად თანხებს. პროკურატურისთვის ასეთი ჩვენების მიცემის შემთხვევაში კი მათი საქმე დადებითად გადაწყდებოდა და ისინი საპროცესო შეთანხმების საფუძველზე დატოვებდნენ საპატიმრო დაწესებულებას. პროკურატურის მიერ ასეთი მეთოდებით ყალბი ჩვენების მიღების შემდეგ, თემურ ბასილია უკანონოდ იქნა მსჯავრდებული“, აღნიშნულია „ახალგაზრდა ადვოკატების“ მიერ გავრცელებულ ინფრომაციაში.

 


მათივე ცნობით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის პალატამ 14 სექტემბრის სხდომაზე გაიზიარა თემურ ბასილიას ინტერესების დამცველთა შუამდგომლობა და სისხლის სამართლის საქმეს, ინფორმაციის სახით დაურთო დამატებითი მასალები. კერძოდ, 2009 წელს პრეზიდენტ მიხელ სააკაშვილის საჯარო გამოსვლა ქ. ფოთში და საქართველოს პარლამენტში, 2010 წელს ქართული ტელევიზიების მხრიდან მომზადებული სიუჟეტების კრებული, თემურ ბასილიას უცხოეთში თითქოსდა დაკავებისა და საქართველოში ექსტრადიციის თაობაზე, საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის გაერო-ს ცენტრალური აზიის გენერალური მენეჯერის წერილი თემურ ბასილიას უკანონო დევნის შესახებ და სხვა.

 


თემურ ბასილიას ინტერესების დამცველთა განცხადებით, წარმოდგენილი მასალიდან ჩანს, თუ სხვდასხვა მედია საშუალებებსა და ტელეგადაცემებში, როგორი უსაფუძვლო და ცილისმწამებლური კამპანია მიმდინარეობდა თემურ ბასილიას წინააღმდეგ, მათ შორისა ყოფილი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გამოსვლების და მისი უშუალო მითითებების საფუძველზე. ცნობისთვის: 2011 წლის 26 მაისს, ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებამ თემურ ბასილიას მიანიჭა პოლიტიკური დევნილის სტატუსი.

 


თბილისის სააპელაციო სასამართლო თემურ ბასილიას საქმეს მოსამართლეების: მაია ხოლოაშვილი (თავმჯდომარე), შორენა ყაველაშვილი და მზია ლომთათიძე შემადგენლობით განიხილავს. საქმე აღნიშნულ კოლეგიას მას შემდეგ გადაეცა, რაც საქართველოს უზენაესი სასამართლომ თემურ ბასილიას ბრალდების გადახედვის თაობაზე განჩინება მიიღო. მანამდე, 2017 წლის 27 იანვარს, მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა მიიღო დადგენილება „მსჯავრდებულის მიმართ სისხლის სამართლის წარმოების პროცესში მისი უფლების არსებითი დარღვევის შესახებ“, რომლითაც თემურ ბასილია, წინა ხელისუფლების პირობებში წარდგენილ ბრალდებაში, უდანაშაულოდ იქნა ცნობილი.

 


თემურ ბასილიას კანონიერ ინტერესებს, ადვოკატები: არჩილ კაიკაციშვილი და გია ტაბლიაშვილი წარმოადგენს, ხოლო საქართველოს პროკურატურის პოზიციას პროკურორები: გიორგი მიქავა და ანრი არსენიშვილი წარმოადგენენ. საქმეზე მომდევნო სხდომა 2017 წლის 9 ნოემბერს, 12:00 საათზე განახლდება, სადაც საქმეზე მთავარი პროკურატურის მთავარი მოწმეები დაიკითხებიან.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

ტელეწამყვანმა ქსენია სობჩაკმა განაცხადა, რომ 2018 წლის რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში იყრის კენჭს.

ყველაზე კითხვადი
  1. პოროშენკოს პარტიამ სააკაშვილს „მასშტაბურ დესტაბილიზაციასა“ და უკრაინის ხელისუფლების ნებისმიერ ფასად მიტაცების მცდელობაში დასდო ბრალი
  2. ლიკა ქავჟარაძის სამოქალაქო პანაშვიდზე ბიძინა ივანიშვილი მივიდა
  3. ნიკა რურუას თქმით, ერთ-ერთი არჩევნების წინ სააკაშვილის კაბინეტში მისულმა ივანიშვილმა პრეზიდენტს უთხრა: ‘რას ნერვიულობ მიშა, აიღე და დაწერე რა ციფრიც გინდა შენ, ეს დემოკრატია ხომ სისულელეა, თამაშია’
  4. ათეულობით ადამიანია გარდაცვლილი პორტუგალიასა და ესპანეთში გაჩენილი ტყის ხანძრების შედეგად
  5. სულ მცირე 230 ადამიანია მოკლული და ასეულობით დაჭრილი სომალის დედაქალაქში მომხდარი მძლავრი აფეთქების შედეგად
  6. სერგეი ლავროვმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს უთხრა, რომ „მიტაცებული“ დიპლომატიური ობიექტებიდან რუსეთის სახელმწიფო დროშების ჩამოხსნა მიუღებელია
  7. ზაალ უდუმაშვილი: „აქ ათიათასობით ადამიანი დგას... ჩვენი მთავარი მიზანია ივანიშვილს ჩამოვართვათ ის ავტოფარეხი, რომელიც მას საკრებულომ დაუკანონა“
  8. პრეზიდენტი ტრამპი თავს დაესხა ირანს, როგორც „ფანატიკურ რეჟიმს“, თუმცა ბირთვული შეთანხმებიდან გამოსვლის საკითხზე კონსულტაციებს მოკავშირეებთან გამართავს
  9. ტელეწამყვანმა ქსენია სობჩაკმა განაცხადა, რომ 2018 წლის რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში იყრის კენჭს
  10. 73 ვერტმფრენი, 30 თვითმფრინავი და 8 000 მეხანძრე ებრძვის „კატასტროფულ“ ხანძარს კალიფორნიაში, რომელმაც სულ მცირე 31 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი