​გიორგი მარგველაშვილი ჟან-კრისტოფ ბელიარს შეხვდა
12-10-2017, 17:05

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ბათუმში, თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა ევროპული სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილეს, პოლიტიკურ დირექტორს ჟან-კრისტოფ ბელიარს შეხვდა.

 


პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე, რომელსაც ესწრებოდნენ ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი და პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე, ისაუბრეს ევროინტეგრაციის პროცესის დაჩქარების საკითხზე, ასევე, ბრიუსელში, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისათვის მზადების საკითხზე და განიხილეს ის ნაბიჯები, რაც უნდა გადადგას საქართველომ ევროინტეგრაციის პროცესის დასაჩქარებლად.

 


„უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოს თანამშრომლობა ევროკავშირთან, მათ შორის სწორედ უსაფრთხოების კუთხით და მნიშვნელოვანია, რომ ამ მიმართულებითაც დაიწყო სტრატეგიული დიალოგი.

 


შეხვედრისას საუბარი შეეხო სწორედ იმ ნაბიჯებს, თუ როგორ შეიძლება, რომ გაძლიერდეს საქართველო საერთო ევროპული უსაფრთხოების კონტექსტში და ევროკავშირის მისია არის დღეისათვის სწორედ ის ერთადერთი მექანიზმი, რომელიც კონფლიქტის მონიტორინგის პროცესს ახორციელებს.

 


ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პრობლემატიკა განიხილებოდეს საერთო ევროპული უსაფრთხოების კოტექსტში. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ევროკავშირის წინაშე არსებულ გამოწვევებზე, მათ შორის ჰიბრიდულ ომებზე და ინფორმაციულ უსაფრთხოებაზე, ამ შემთხვევაში, საქართველოს სამწუხარო გამოცდილებაც უნდა განიხილებოდეს საერთო ევროიპული უსაფრთხოების კონტექსტში'', აღნიშნა თენგიზ ფხალაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი