თემურ აბაზოვი აცხადებს, რომ მისთვის მნიშვნელოვანია თითოეულ მარნეულელს შეუქმნას ისეთი გარემო, რომელიც მათი ცხოვრების პირობებს გააუმჯობესებს
12-10-2017, 18:09

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მარნეულის მერობის კანდიდატი თემურ აბაზოვი ყიზილაჯლოს ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას შეხვდა.

 


შეხვედრაზე, მერობის კანდიდატთან ერთად, მოსახლეობას ყიზილაჯლოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ჯეიხუნ ჩოიდაროვიც წარუდგინეს.

 


თემურ აბაზოვმა ადგილობრივებს წინასაარჩევნო პროგრმა გააცნო და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა, რომელსაც მისი მერად არჩევის შემთხვევაში განახორციელებს.

 


„ჩემთვის მნიშვნელოვნია, თითოეულ მარნეულელს შევუქმნა ისეთი გარემო, რომელიც გააუმჯობესებს მათი ცხოვრების პირობებს, ჩემი პროგრამაც სწორედ ამას ემსახურება. ამ მიზნით დიდ ყურადღებას დავუთმობ მოსახლეობის სხვადასხვა კატეგორიაზე ორიენტირებული სოციალური პროგრამების შედგენასა და ამ თემაზე მომუშავე სახელმწიფო პროგრამებისა და დონორი ორგანიზაციების მეტი ჩართულობას“, განაცხადა აბაზოვმა, როგორც ეს GUARDIAN.GE-ს პარტიიდან აცნობეს.

 


„ქართული ოცნების“ პრესსამსახურის ინფორმაციით, კანდიდატმა ასევე, ყურადღება გაამახვილა სოფელ ყიზილაჯლოში არსებულ სენსორული პრობლემების მქონე ბავშვთა ადრეული ჩარევის ცენტრსა და მის მნიშვნელობაზე.

 


„მინდა ვუთხრა მარნეულელ მოსახლეობას, რომ ჩემი მხიდან დიდი ყურადღება დაეთმობა განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთა რესოციალიზაციის ხელშემწყობი პროგრამების დანერგვასა და ფიზიკური გარემოს მოწესრიგებას. აქტიურად ვიმუშავებ, რათა მსგავსი სერვისის სარგებლობა ყველა განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირს შეეძლოს, უფრო და უფრო დაიხვეწოს და გაფართოვდეს. ამისთვის აუცილებელია რიგი ღონისძიებების გატარება, რათა მათ შეძლონ როგორც დამოუკიდებელი ცხოვრება, ისე სრულად იყვნენ საზოგადოებაში ინტეგრირებულნი“, განაცხადა მერობის კანდიდატმა.

 


თემურ აბაზოვი, პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატთან, რუსლან გაჯიევთან და მხარდამჭერებთან ერთად, სადახლოს ადმინისტრაციული ერთეულის აღსაკალებს - თემის უხუცესებსაც შეხვდა. მერობის კანდიდატმა თემის ლიდერებს წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო და ძირითად პირორიტეტებზე ისაუბრა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი