მერობის კანდიდატი გრიგოლ იოსელიანი: შევძლებთ, კურორტ წყალტუბოს საერთაშორისო ასპარეზზე კუთვნილი ადგილი დავუბრუნოთ
12-10-2017, 15:14

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წყალტუბოს მერობის კანდიდატი გრიგოლ იოსელიანი კომუნალური მომსახურების სფეროსა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლებს შეხვდა.

 


წყალტუბოს განვითარების გენერალური გეგმა და წყალტუბოს, როგორც მწვანე ქალაქის კონცეფცია ის საკითხებია, რომლებზეც მერობის კანდიდატმა შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილა.

 


„წყალტუბოს განვითარების გენერალური გეგმა არის დოკუმენტი, რომლის გარეშეც პროგრესზე, წინსვლაზე საუბარი შეუძლებელია. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი იდეა წყალტუბოსთვის მწვანე ქალაქის სტატუსის მინიჭებაა, რაც ნიშნავს ცენტრალური პარკის ფუნქციურ დატვირთვას, სპორტული ცხოვრების განვითარებას, ეკოლოგიურად სუფთა გარემოს ხელშეწყობას, ტურიზმის განვითარებასა და ინფრასტრუქტურის სრულად მოწესრიგებას“, განაცხადა გრიგოლ იოსელიანმა.

 


როგორც მერობის კანდიდატმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, წყალტუბოს განვითარების საქმეში თითოეულმა მოქალაქემ მიიღოს მონაწილეობა.

 


„თქვენი ჩართულობით, ადგილობრივი თვითმმართველობის გაზრდილი უფლებამოსილებითა და მართვის დემოკრატიული პრინციპებით, შევძლებთ, რეგიონში ყველაზე ძლიერი მუნიციპალიტეტი შევქმნათ და კურორტ წყალტუბოს საერთაშორისო ასპარეზზე კუთვნილი ადგილი დავუბრუნოთ“, აღნიშნა მერობის კანდიდატმა, როგორც ეს GUARDIAN.GE-ს პარტიიდან აცნობეს.

 


შეხვედრას საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატებთან ერთად, წყალტუბოს მაჟორიტარი დეპუტატი ცოტნე ზურაბიანი ესწრებოდა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი