ტრამპმა დღეს უნდა გამოაცხადოს, გამოვა თუ არა აშშ ირანის ბირთვული შეთანხმებიდან - ჯეიმს მატისი თვლის, რომ ეს აშშ-ის ეროვნულ ინტერესებში არ შედის
13-10-2017, 10:11

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მოელიან, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი პარასკევს, ირანთან დადებული ბირთვული შეთანხმების მხარდაჭერას შეწყვეტს და უფრო კონფრონტაციული სტრატეგიის გზას დაადგება.

 


როგორც BBC იუწყება, აღნიშნული ნაბიჯი არ გამოიწვევს აშშ-ის შეთანხმებიდან გამოსვლას, მაგრამ მისცემს კონგრესს 60 დღეს, გადაწყვიტოს, გამოვიდეს თუ არა ირანის ბირთვული შეთანხმებიდან და წავიდეს სანქციების ხელახლა დაკისრების გზით.

 


ბრიტანული სამაუწყებლო კორპორაცია ოფიციოზზე დაყრდნობით იტყობინება, რომ სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი თავის ევროპელ კოლეგებთან და ჩინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელობასთან კონსულტაციებს მართავს, ხოლო ტრამპი შინ და საზღვარგარეთ ზეწოლის ქვეშ იმყოფება, რათა არ გააუქმოს შეთანხმება.

 

 

 


2015 წელს, ობამას პრეზიდენტობისას დადებული შეთანხმების მიხედვით ირანმა, მასზე დაკისრებული სანქციების ნაწილობრივი მოხსნის სანაცვლოდ, თანხმობა განაცხადა გაყინოს თავისი ბირთვული პროგრამა.

 


პრეზიდენტი ტრამპი ამ შეთანხმების დიდი ხნის კრიტიკოსია და მას „ყველა დროის ყველაზე საშინელი შეთანხმება“ უწოდა.

 


როგორც BBC იუწყება, კონგრესი საჭიროებს შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ყოველ 90 დღეში დაადასტურს, რომ ირანი მის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას ასრულეს. ტრამპმა ეს ორჯერ უკვე დაადასტურა, ხოლო ვარაუდების გამოთქმამ იმის შესახებ, რომ პრეზიდენტმა ამჯერად შესაძლოა უარი განაცხადოს ამის დადასტურებაზე, შეშფოთება გამოიწვია შეერთებული შტატების მოკავშირეებსა და მისი ადმინისტრაციის ზოგიერთ წევრში.

 


თავდაცვის მდივანმა, ჯეიმს მატისმა ოქტომბრის დასაწყისში, სენატში მოსმენების დროს, კანონმდებლებს უთხრა, რომ ირანთან დადებული ბირთვული შეთანხმების მიტოვება აშშ-ის ეროვნულ ინტერესებში არ შედის.

 


აშშ-ის კონგრესში „რესპუბლიკელების“ ნაწილი ტრამპის საწინააღმდეგო პოზიციაზე დგას. უცხოელმა ლიდერებმა, მათ შორის დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა, ტერეზა მეიმ და საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა დაჟინებით მოუწოდეს ტრამპს, რომ შენარჩუნდეს ირანთან დადებული შეთანხმება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი