ანა დოლიძე: ეს ვეტო არის არა გაყოფის, არამედ თანხმობის ვეტო
13-10-2017, 12:25

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების განხილვა მიმდინარეობს. პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს დეპუტატებს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე აცნობს.

 

 

დოლიძის თქმით, „დღევანდელი შემთხვევა უპრეცედენტოა, ვინაიდან ეს ვეტო არის არა გაყოფის, არამედ თანხმობის ვეტო".

 

 

„დღევანდელი დღე უპრეცედენტო და ისტორიული შემთხვევაა, ვინაიდან ეს არ არის მხოლოდ პრეზიდენტის დოკუმენტი. შეიძლება ითქვას, ამ მოტივირებულ შენიშვნებს ჰყავს ორი მშობელი - ერთი არის „ქართული ოცნება“, რომლის მიერ ინიცირებული, საერთაშორისო ვალდებულებად აღებული საკითხი არის ის ხუთი საკითხი, რომელიც არის გამოყენებული პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებში; მეორე არის ჩვენი ოპოზიციურ პარტიათა სპექტრი, რომელიც მრავალსაათიანი შეხვედრები, დებატის, მუშაობის, ხანდახან ცხარე კამათის შედეგად შეთანხმდა, რომ იმისათვის, რომ წინამდებარე დოკუმენტს შესძინონ თანახმობის დოკუმენტის ელფერი და გადაარჩინონ ერთპარტიული დოკუმენტის სტატუსს, შეუერთდნენ კონსენსუსის დოკუმენტს და თქვენს წინაშე წარმოადგინონ მოტივირებული შენიშვნები. დღევანდელი შემთხვევა უპრეცედენტოა, ვინაიდან ეს ვეტო არის არა გაყოფის, არამედ თანხმობის ვეტო“, განაცხადა ანა დოლიძემ.

 


საპარლამენტო უმრავლესობა ვეტოს დაძლევისთვის ემზადება, ამისთვის მას 113 ხმა სჭირდება.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი