ყოფილ მაღალჩინოსნებს სააკაშვილის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეაქვთ
04-02-2014, 20:52

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ვაჟა კაპანაძე: მე, აკადემიკოს დიმიტრი ალექსიძეს, ბათუ საღინაძეს, წინა წლებში უკანონოდ დაპატიმრებულ ადვოკატებს და პოლიტპატიმრებს მომზადებული გვაქვს სარჩელები სასამართლოში შესატანად.

 

 

პატიმრობის შემდეგ ყოფილი მაღალჩინოსნები, პოლიტპატიმრებთან ერთად, სისტემური დანაშაულისთვის მიხეილ სააკაშვილსა და "ნაციონალურ მოძრაობას" უჩივიან. სამართალდამცავი უწყების ყოფილ თანამშრომლებს და პოლიტპატიმრებს, სისტემური დანაშაულის და, პირადად, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეგვაქვს, – ამის შესახებ "კვირას" ექსკლუზიურად სამართალდამცავი ორგანოს ყოფილმა თანამშრომელმა და ყოფილმა პატიმარმა ვაჟა კაპანაძემ განუცხადა.

 

 

როგორც ვაჟა კაპანაძემ "კვირისთვის" მიცემულ ინტერვიუში განმარტა, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი არის ადამიანი, რომელმაც საქართველოში სისტემური დანაშაული შექმნა. მისივე განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა და "ნაციონალურმა მოძრაობამ" იმ განუკითხაობაზე, რაც ქვეყანაში წლების განამვლობაში სუფევდა, მართლმსაჯულების წინაშე პასუხი უნდა აგონ. ყოფილი პატიმარი-მაღალჩინოსნის განცხადებით, თუ წინა ხელისუფლების დროს სააკაშვილის გუნდის წევრი იყავი, არავითარი კანონი არ გეხებოდა. მისივე თქმით, წინა წლებში შეგეძლო ადამიანი პირდაპირ ქუჩაში მოგეკლა და თუკი "ნაციონალური მოძრაობიდან" იყავი, არავინ დაგიჭერდა ამისთვის.

 


"მე, აკადემიკოს დიმიტრი ალექსიძეს, ბათუ საღინაძეს, წინა წლებში უკანონოდ დაპატიმრებულ ადვოკატებს და პოლიტპატიმრებს მომზადებული გვაქვს სარჩელები სასამართლოში შესატანად. ჩვენ ვუჩივით სისტემური დანაშაულის შემქმნელებს, მიხეილ სააკაშვილს და "ნაციონალურ მოძრაობას". მისი ხელმძღვანელობის დროს სრული განუკითხაობა იყო ქვეყანაში. სისტემური დანაშაული შექმნა მიხეილ სააკაშვილმა. ჩვენ კომპენსაციასაც კი ვითხოვთ, პირადად მათგან და არა საქართველოს ბიუჯეტიდან",- განაცხადა ვაჟა კაპანაძემ.

 

 

შინაგან საქმეთა სამმართველოს პირადი შემადგენლობის ინსპექციის წარმომადგენელი ვაჟა კაპანაძე, "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების დროს, 2008 წლის 13 ოქტომბერს, დააკავეს და ტერორიზმის ბრალდებით გაასამართლეს. კაპანაძის განცხადებით, ის მხოლოდ იმის გამო დააკავეს, რომ ყოფილ პრეზიდენტს სჭირდებოდა გაეხმაურებინა, თითქოსდა შინაგან საქმეთა სამმართველოს ყოფილ მაღალჩინოსნებს "შავი ხვრელებიდან" (აფხაზეთიდან და ოსეთიდან) შემოჰქონდათ სხვადასხვა რადიოაქტიული ნივთიერება, რომელსაც შემდგომში თითქოს, ირანსა და თურქეთში ჰყიდდნენ.

 


"დამაკავეს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ყოფილ პრეზიდენტს სჭირდებოდა გაეხმაურებინა, თითქოსდა, შინაგან საქმეთა სამმართველოს ყოფილ მაღალჩინოსნებს დარჩენილი "შავი ხვრელებიდან", აფხაზეთიდან და ოსეთიდან შემოჰქონდათ სხვადასხვა რადიოაქტიული ნივთიერებები და ამას, თითქოს, ირანსა და თურქეთში ჰყიდდნენ, საიდანაც შემდგომ ბინძური ბომბები მზადდებოდა. როგორც ერთ-ერთმა ყველაზე დიდმა "პიარშიკმა" მიხეილ სააკაშვილმა ეს ბუშთან შეხვედრის დროსაც კი გააჟღერა. მომისაჯეს ხუთი წელი, ითხოვდნენ ცხრა წელს, მაგრამ რადგან განსაკუთრებული დამსახურებები მქონდა, მაღალჩინოსანი ვიყავი, მოსამართლე ლელა ნოზაძემ გამოიყენა ეს, რითაც გადადგა მაშინდელი პროკურატურის საწინააღმდეგო ნაბიჯი და მინიმუმი მომისაჯა. მუხლი ითვალისწინებდა ხუთიდან ათ წლამდე სასჯელს. 4 წელი და სამი თვე ციხეში გავატარე ",- განაცხადა ვაჟა კაპანაძემ.

 


4 წლისა და 3 თვიდან კაპანაძემ, 11 თვე გლდანის საპყრობილეში, 2 წელი ავჭალაში, ხოლო დარჩენილი დრო ე.წ. მატროსოვის ციხეში გაატარა. კაპანაძემ სასჯელაღსრულების დაწესებულება ამნისტიის საფუძველზე დატოვა, თუმცა მის ბრალდებას ამინისტია მხოლოდ ნაწილობრივ შეეხო. კაპანაძეს სასჯელის ერთი მესამედი მოეხსნა, იქიდან გამომდინარე, რომ მას 5- წლიანი სასჯელიდან 4 წელი და სამი თვე უკვე მოხდილი ჰქონდა, პატიმრობიდან ავტომატურად გათავისუფლა.

 

 

ვაჟა კაპანაძე "კვირასთან" ინტერვიუს დროს ციხეში გატარებულ პერიოდს და მასზედ განხორციელებულ ზეწოლასაც იხსენებს. მისი თქმით, სასჯელის მოხდისას მასთან ხშირად მიდიოდნენ სოდისა და კუდის წარმომადგენლები და კაპანაძისგან კონკრეტულ მაღალჩინოსნებზე ხელის დადებას თხოვდნენ. "ციხეში ყოფნისას სპეციალურად მოდიოდნენ სოდიდან, კუდიდან და მაყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას. სიტყვიერი შეურაცხყოფის ასეთი მეთოდი ჰქონდათ არჩეული, ისინი არ მენახვებოდნენ და ისე მთხოვდნენ აღიარებითი ჩვენების მიცემას. მთხოვდნენ, რომ მე ვიღაც – ვიღაცებისკენ, მაღალჩინოსნებისკენ გამეშვირა ხელი, თითქოს მათი დავალებით ვასრულებდი რაღაც საქმეებს. ეს რომ არ გამოსდიოდათ, მერე შეურაცხყოფას მაყენებდნენ, ხან დედას მაგინებდნენ, ხან შვილებს ხან მეუღლეს, მაგრამ არ მენახვებოდნენ. მე ძალიან კარგი სმენითი მეხსირება მაქვს და მიუხედავად იმისა, რომ მათ ვერ ვხედავდი, ხმით ვცნობდი",- განაცხადა კაპანაძემ.

 


კაპანაძის თქმით, მას არ მისცეს საშუალება, რომ სასამართლოს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაესაჩივრებინა, რადგან, მისი თქმით, მას განაჩენი მისი საქმის შესახებ არ ჩაბარებია. განაჩენის ჩაუბარებლობის გარდა, კაპანაძე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სხვა პრობლემის წინაშეც აღმოჩნდა. მისი განცხადებით, ოჯახიდან მისთვის გადმორიცხული თანხა, რომელიც პატიმრის ბარათზე უნდა აღრიცხულიყო, მასთან ანგარიშზე არ ჯდებოდა. "ამ პრობლემების გამო დავიწყე შიმშილობა. ათი დღე წყალიც კი არ დამილევია. შიმშილობის დროს ჩემთან მოვიდა იმ დროისთვის მერვე საპყრობილის დირექტორი მელაძე, რომ შიმშილობის მიზეზი გაერკვია. შემდეგ დამაწერინეს განცხადება, რომ მე ჩემი ნებით ვითხოვდი გადასვლას და გადამიყვანეს ავჭალის კოლონიაში. იქ უკვე თითქმის 2 წელი გავატარე. ავჭალიდან კი გადმომიყვანეს მატროსოვის ციხეში",- განაცხადა ვაჟა კაპანაძემ.

 


ვაჟა კაპანაძესთან და სხვა პირებთან ერთად მოსარჩელეთა შორის არის პოლკოვნიკი ბათუ საღინაძე. კაპანაძის განცხადებით, ბათუ საღინაძეს ხელისუფლებამ იარაღი ჩაუდო, რის საფუძველზეც დააკავეს. მისივე განცხადებით, საღინაძეს საცხოვრებელი სახლიც ჩამოერთვა, რომლის დაბრუნებასაც საქართველოს მართლმსაჯულებას დღეს სტრასბურგის სასამართლო ავალდებულებს.

 


"ბათუ საღინაძე – პოლკოვნიკი კაცი იმიტომ გაასამართლეს, რომ თითქოს რაღაც ჟანგიანი პისტოლეტი უპოვეს სახლში. რად უნდოდა საღინაძეს ის ჟანგიანი პისტოლეტი, როდესაც მას მინისტრის მიერ წარწერილი, საკუთრებაში არსებული იარაღი ჰქონდა. მას ასევე მიხეილ სააკაშვილის ბრძანება ჰქონდა, რომელი ბრძანებითაც ის ირიცხებოდა შს მინისტრის თანაშემწედ სპეციალური უფლებებით. საღინაძეს ხელში უჭირავს სტარსბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, სადაც წერია, რომ მას უნდა დაუბრუნდეს საცხოვრებელი ფართი, საიდანაც მისი ცხრასულიანი ოჯახი იყო გამოსახლებული. ამ ცხრა სულიდან ძმისშვილი და დედა დაეღუპა, რადგან ვერ გადაიტანეს ამხელა ტრამვა, ვაჟიშვილს ნერვიულობისგან ფეხები დაუზიანდა და აღარ ემორჩილება. მისი ქალიშვილები კი უკრაინაში წავიდნენ და იქ აიწყვეს ცხოვრება. ჩვენ მოვუყრით თავს ამ გამზადებულ სარჩელებს და შევიტანთ სასამართლოში",- განაცხადა ვაჟა კაპანაძემ.

 


ცირა შერგელაშვილი

 

 

 

 

 

http://kvira.ge/?p=6285 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი