რომან გოცირიძე: „ქართულ ოცნებაში“ შემავალი ხუთი პარტია რომ დაჯამდეს, რეალურად არის ერთი - რომ არა ბიძინა ივანიშვილის შვიდი მილიარდი, ეს ჯამური ერთი იქნება ნული
13-10-2017, 13:00

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ქართულ ოცნებაში“ შემავალი ხუთი პარტია რომ დაჯამდეს, რეალურად არის ერთი - რომ არა ბიძინა ივანიშვილის შვიდი მილიარდი, ეს ჯამური ერთი იქნება ნული, აღნიშნული განცხადება პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა, რომან გოცირიძემ გააკეთა.

 

 

საკანონმდებლო ორგანოში დღეს საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მოტივირებული შენიშვნების განხილვა მიმდინარეობს.

 


„ეს არის საერთო სახალხო შეთანხმებით მიღებული მოტივირებული შენიშვნები, რომელსაც მხარს უჭერს საქართველოში არსებული ყველა პარტია გარდა ერთადერთისა. ახლა გვესმოდა „ქართულ ოცნებაში” თურმე 1 კი არა, 5 პარტია ყოფილა. მგონია, რომ გურამ დოჩანაშვილი ყველას გვაქვს წაკითხული. იგი ამბობს: „1+1 ყოველთვის არ არის 2. აბა წარმოიდგინეთ, გზაზე მიდის მოქალაქე, რომელსაც სახელად ჰქვია სერვანტესი, ხოლო გვერდით მიდის მეორე და მესამე მოქალაქე, რომელსაც ჰქვია „მწვანეთა პარტია” და „მრეწველთა პარტია”. ამ ერთს მიმატებული ეს ორი, იქნება სამი? ხუთივე ერთად, რომ დაჯამდეთ ხართ ერთი. ამიტომ, გეთანხმებით, რომ ამ შენიშვნების უკან დგას დანარჩენი ხუთი. ეს ერთიც („ქართული ოცნება“) კი არ არის ერთი - რომ არა ბიძინა ივანიშვილის შვიდი მილიარდი, ეს ჯამური ერთი იქნება ნული. აქ იყო საუბარი რამდენპროცენტიანი მხარდაჭერით სარგებლობს ეს 20 პარტია. თქვენი მხარდაჭერაც 7 მილიარდის გარეშეც იქნება ნული”, განაცხადა რომან გოცირიძემ.

 

კომენტარები: 1
#1   David
      
ციციკორე!
13 ოქტომბერი 2017 05:05
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი