ირაკლი კობახიძის თქმით, პარლამენტის წევრები დასმულ შეკითხვებზე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნისგან პასუხებს ვერ იღებენ
13-10-2017, 15:48

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ ნდობა საერთაშორისო ინსტიტუტების მიმართ, მნიშვნელოვანია მათი დასკვნების სწორად ციტირება“, ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, ანა დოლიძის განცხადებას იმის შესახებ, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით კრიტიკულ მოსაზრებებს გამოთქვამენ.

 

 

„აქ საუბარი იყო საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნებზე და სამწუხაროდ, არასწორად იქნა ციტირებული შესაბამისი დასკვნები. საუბარი იყო ევროკავშირსა და ვენეციის კომისიაზე. ევროკავშირის დასკვნას წაგიკითხავთ: ევროკავშირის წარმომადგენლობა იზიარებს ვენეციის კომისიის გუშინ გამოქვეყნებულ დასკვნას, რომელიც დადებითად აფასებს საკონსტიტუციო რეფორმას. ეს არის ევროკავშირის დასკვნა, რომელიც არასწორად იყო ციტირებული და საუბარია, ასევე, ვენეციის კომისიაზე. ამიტომ იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ ნდობა საერთაშორისო ინსტიტუტების მიმართ, მნიშვნელოვანია, მათი დასკვნების სწორად ციტირება“, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, რომლის თქმითაც, პარლამენტის წევრები დასმულ შეკითხვებზე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნისგან პასუხებს ვერ იღებენ.

 

 

„სამწუხარო პრაქტიკა, როდესაც დეპუტატები სვამენ კითხვებს და ამ კითხვებზე ისინი ვერ იღებენ პასუხებს, მაგალითად, ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა დასვა კითხვა, ბატონმა გია გაჩეჩილაძემ, ბატონმა მამუკა მდინარაძემ და მათ კითხვებს პასუხები არ გაეცა, რაც, ბუნებრივია, არის სამწუხარო პრაქტიკა“, დასძინა კობახიძემ.

 

 

პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების განხილვა მიმდინარეობს. პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს დეპუტატებს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე აცნობს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი