თბილისში „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში დაფინანსებული ახალი საწარმო „მეგაპროდაქშენი“ ამოქმედდა
13-10-2017, 16:08

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისში ახალი საწარმო ამოქმედდა - „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში დაფინანსებული „მეგაპროდაქშენი“, რომელიც ბეტონის ფილების წარმოებას იწყებს, დღეს საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა გახსნა.

 


პრემიერის შეფასებით, მნიშვნელოვანია, როდესაც ქვეყნის ეკონომიკის სწრაფ ზრდას თან ახლავს ასეთი ტექნოლოგიური ტრანსფორმაცია. მთავრობის მეთაური დარწმუნებულია, რომ ახლად გახსნილი საწარმო მშენებლობის სფეროში ტექნოლოგიურ ცვლილებებს მოიტანს.

 


„ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ ეს საწარმო შეიქმნა ორი საწარმოს - „თბილცემენტ გრუპისა“ და „ეფ-პი-სის“ ბაზაზე, რომელთაგან თითოეული იყო პროგრამის - აწარმოე საქართველოში" ბენეფიციარი. ორივეს სახელმწიფო დაეხმარა ფინანსურ კომპონენტში და ძალიან კარგია, რომ მოინახა სინერგია. საწარმო „მეგაპროდაქშენი“ გახლავთ მშენებლობის პროცესის მნიშვნელოვანი დამაჩქარებელი. ის რკინა-ბეტონის კონსტრუქციები, რომლებსაც ეს საწარმო აწარმოებს, იქნება ძალიან ინტენსიურად გამოყენებული მშენებლობის პროცესში, ვინაიდან იგი მნიშვნელოვნად აჩქარებს, აიაფებს მშენებლობას და ხარისხის მაჩვენებლებიც ძალიან სახარბიელო აქვს", განაცხადა პრემიერმა.

 


მთავრობის მეთაურმა სიტყვით გამოსვლისას მშენებლობის სექტორში არსებულ დიდ ზრდაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მთლიანად ეკონომიკაში არსებული დინამიკა ძალიან სახარბიელოა.

 


2016 წლის მაჩვენებელთან შედარებით, 2017 წლის ბოლოს ჩვენ დავასრულებთ 36%-იანი ზრდით მხოლოდ ინფრასტრუქტურის ნაწილში, ხოლო 2018 წელი, 2016 წლის ბაზასთან შედარებით არის 89%-იანი ზრდა, ანუ ინფრასტრუქტურის ხარჯების თითქმის გაორმაგება. მილიარდ 830 მილიონი ლარის ხარჯი არის ჩადებული 2018 წლის ბიუჯეტში მხოლოდ ინფრასტრუქტურის მიმართულებით, მარტო სახელმწიფოს მხრიდან. ამას უკვე დაემატება კერძო სექტორის მზარდი დინამიკა და, ანალიზის შედეგად, რომლის ნახვაც ყველა თქვენგანს შეუძლია, ზრდაში ყველაზე დიდი წვლილი დღეს კერძო სექტორს ეკუთვნის. ანუ, ეს ზრდა მხოლოდ ბიუჯეტის ინფრასტრუქტურული ხარჯებით არ არის განპირობებული. აქედან გამომდინარე, 89%-იანი ზრდა შარშანდელ მონაცემებთან შედარებით, გაცილებით დიდ ეფექტს მოიტანს კერძო სექტორის მხრიდან ინვესტიციების კუთხით. თუ ამას დავამატებთ იმასაც, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ჰიდროელექტროსადგურები შენდება, ასევე დასრულდა ანაკლიის პორტთან დაკავშირებული იურიდიული პროცესი, ფინანსურ ინსტიტუტებთან საქმე თითქმის ბოლომდეა მისული და დეკემბერში ანაკლიის პორტის ფიზიკური მშენებლობა დაიწყება, ეს კიდევ უფრო დიდ დინამიკას მოიტანს. შესაბამისად, ასეთი ტიპის საწარმოების პროდუქციაზე იქნება გაცილებით უფრო დიდი მოთხოვნა", განაცხადა პრემიერმა.

 


გიორგი კვირიკაშვილმა ყველა ბიზნესმენს მოუწოდა, მაქსიმალურად გამოიყენონ ეს დინამიკა და შესაძლებლობები, რომელიც მათ მისცემს საშუალებას, გაზარდონ მასშტაბები, შემოიტანონ წამყვანი კომპანიების დანადგარები, როგორი იტალიური დანადგარებიც აქვს მეგაპროდაქშენს", რაც ძალიან დიდ უკუგებას მოიტანს, პირველ რიგში კერძო სექტორში არსებული ზრდიდან და სახელმწიფოს მხრიდან ინვესტიციების მიმართულებით გაზრდილი დანახარჯებიდან გამომდინარე.

 


ჩვენ წელს 60 მილიონი ლარით შევამცირეთ მთავრობის ადმინისტრაციული დანახარჯები და მთელი ეს რესურსი მივმართეთ ინფრასტრუქტურის მიმართულებით. ამასვე ვაპირებთ მომავალ წელს. იქნება კიდევ უფრო სერიოზული ზრდა და ვფიქრობ, ეს არის ძალიან კარგი სამუშაო ადგილების შექმნის კუთხით. მხოლოდ ამ კომპანიაში დღეს შექმნილია 50 ახალი სამუშაო ადგილი, 10 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა და შემდეგ ეტაპზე, როდესაც წარმოების მოცულობა გაიზრდება, უკვე 100 ადამიანის დასაქმებაზეა საუბარი. 100 დასაქმებული ადამიანი არის 100 წელში გამართული ოჯახი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისა და სახელმწიფოსთვის", განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 


პრემიერ მინისტრმა საწარმოს ხელმძღვანელებს მადლობა გადაუხადა ძალიან კარგი ინიციატივისთვის და წარმატებები უსურვა, ასევე დაათვალიერა ახლად გახსნილი საწარმო და წარმოების პროცესის შესახებ ინფორმაცია მოისმინა.

 

კომენტარები: 1
#1   გელა
      
მე ვარ ჰაიაპის ანუ კრანიანი მანქანის მძღოლი ,იქნებ ჩემტვის გქონდეთ სამსახური?

ტელ.593931974
15 ოქტომბერი 2017 02:19
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი