საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, გიორგი აბაშიშვილის შეფასებით, ხელისუფლებამ ერთპარტიული კონსტიტუცია მიიღო. მისი თქმით, მცდელობა, კონსტიტუცია მიღებულიყო კონსენსუსით, ჩავარდა.
„სამწუხაროა ის ფაქტი, რომ დღეს ჩვენ მივიღეთ კიდევ ერთხელ ერთპარტიული კონსტიტუცია. ძალიან სამწუხაროა, ხელისუფლებამ პოლიტიკური სპექტრი ჩვენიანებად და სხვისიანებად დაყო. მან კიდევ ერთხელ მოახდინა, მათი აზრით, „კარგი საქმე“, საკონსტიტუციო ძალის დემონსტრირება დემოკრატიის საპირისპიროდ. სამწუხაროდ, ხელისუფლებამ ვერაფრით გაიაზრა, რომ დემოკრატია გულისხმობს დიალოგს, შეთანხმებას და არა ხელის გადაგრეხვას. ამიტომ, საქართველოს შეემატა ერთპარტიული კონსტიტუცია და ძალიან ცუდია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ვერ ისწავლა წინამორბედი ხელისუფლებისგან, რომელმავ ასევე ერთპარტიული კონსტიტუცია მიიღო და თუ როგორ დაამთავრა წინა ხელისუფლებამ, ეს კადრები მაინც, ვფიქრობ, წინა ხელისუფლებას აქვს“, განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.