პრეზიდენტი ტრამპი თავს დაესხა ირანს, როგორც „ფანატიკურ რეჟიმს“, თუმცა ბირთვული შეთანხმებიდან გამოსვლის საკითხზე კონსულტაციებს მოკავშირეებთან გამართავს
13-10-2017, 21:46

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანის ბირთვული და ბალისტიკური სარაკეტო პროგრამის პოლიტიკის და ირანთან დადებული ბირთვული შეთანხმების, ასევე თეირანის მხრიდან ახლო აღმოსავლეთში ექსტრემისტული ჯგუფების მხარდაჭერის მიმართ უფრო კონფრონტაციული მიდგომა გამოხატა.

 

 

ტრამპი თავს დაესხა ირანს, როგორც „ფანატიკურ რეჟიმს“, თუმცა ბირთვული შეთანხმებიდან გამოსვლის საკითხზე კონსულტაციებს მოკავშირეებთან გამართავს, მანამდე კი საკითხს განსახილველად კონგრესს გადასცემს. 

 


ტრამპმა თეთრი სახლიდან გაკეთებულ მიმართვაში აღნიშნა, რომ მისი მიზანია უზრუნველყოს ის, რომ ირანმა ვერასდროს შეიძინოს ბირთვული იარაღი.

 


„ჩვენ არ განვაგრძობთ იმ გზაზე სიარულს, რომლის პროგნოზირებადი მომავალიც არის უფრო მეტი ძალადობა და ძალიან რეალური საფრთხე ირანის ბირთვული იარაღის შეძენისა“, განაცხადა ტრამპმა და დაამატა, რომ შეთანხმება მეტისმეტად შემწყნარებლური იყო და ირანმა პლუტონიუმის მოპოვების ლიმიტს გადააჭარბა (შენიშვნა: პლუტონიუმი არის ქიმიური ელემენტი, რომელსაც ბირთვული იარაღის შესაქმნელად იყენებენ).

 


შეერთებული შტატების პრეზიდენტმა თქვა, რომ ამ პრობლემას მისი ახალი სტრატეგია გამოასწორებდა.

 


მანვე აღნიშნა, რომ შეერთებულმა შტატებმა დაიტოვა უფლება, ნებისმიერ დროს შეწყვიტოს ირანთან დადებული ბირთვული შეთანხმება.

 


განცახდებიდან რამდენიმე წუთში, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა, ფედერიკა მოგერინიმ კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ შეთანხმება „მტკიცე“ იყო და რომ „შეთანხმების ვალდებულებების არანაირი დარღვევა არ დაფიქსირებულა“.

 


მანვე დაამატა, რომ „მსოფლიოში არც ერთ პრეზიდენტს“ არ აქვს უფლება, იმ შეთანხმების ერთპიროვნულად შეწყვეტისა, რომელიც გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ არის დადებული.

 


როგორც „როიტერსი“ წერს, მაშინ როცა ტრამპს არ გამოჰყავს შეერთებული შტატები შეთანხმებიდან, რომლის მიზანიცაა შეაჩეროს ირანი ბირთვული იარაღის შეძენისაგან, იგი აძლევს კონგრესს 60 დღეს იმისათვის, რომ გადაწყვიტოს, დააწესებს თუ არა ისევ ეკონომიკურ სანქციებს თეირანზე, რომელიც შეთანხმების თანახმად მოხსნილია.

 

 

შეერთებული შტატები წნეხის ქვეშ იმყოფება, არ შეაჩეროს შვიდ-ქვეყნიანი შეთანხმება, რომელიც 2015 წელს, ობამას პრეზიდენტობისას დაიდო და რომლის მიხედვითაც ირანმა, მასზე დაკისრებული სანქციების ნაწილობრივი მოხსნის სანაცვლოდ, თანხმობა განაცხადა გაყინოს თავისი ბირთვული პროგრამა.

 

 

ტრამპმა თავისსავე განცხადებაში თეირანი „სიკვდილის და ნგრევის“ განხორციელებაში დაადანაშაულა. 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი