საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია სვეტიცხოვლობას აღნიშნავს
14-10-2017, 10:04

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 14 ოქტომბერს „კვართისა საუფლოჲსა და სვეტისა ღმრთივბრწყინვალისა და მირონმდინარისას“ დღესასწაულს აღნიშნავს.

 


საპატრიარქოს ინფორმაციით, დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე წმინდა სინოდის წევრებთან ერთად, საღვთო ლიტურგიას - დღეს, 10:00 საათზე აღავლენს.


საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ამ დღეს ასევე წმინდა მოციქულთა სწორის მეფე მირიანისა და დედოფალ ნანას (IV); წმინდა სიდონიასა და აბიათარის (+IV) ხსენებასაც აღნიშნავს.

 


ambioni.ge-ზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, უფლის ჯვარცმის შემდეგ მისი კვართი წილად მცხეთაში მცხოვრებ ებრაელებს - ელიოზსა და ლონგინოზს ერგოთ, რომლებმაც სიწმინდე მცხეთაში ჩამოაბრძანეს. ელიოზის დამ, სიდონიამ კი უფლის კვართი გულში ჩაიკრა და სული განუტევა. იგი სიწმინდესთან ერთად დაკრძალეს. სიდონიას საფლავზე კი კვიპაროსის ხე ამოვიდა. მე-4 საუკუნეში წმიდა მეფე მირიანის ბრძანებით ეკლესიის ასაშენებლად ხუროებს ხე მოუჭრიათ, მისგან დაუმზადებიათ შვიდი სვეტი.

 

 

კვიპაროსის ხისგან დამზადებული ერთ-ერთი სვეტი კი მშენებლებს არ დამორჩილებია. იგი მხოლოდ წმ. ნინოს ლოცვა-ვედრების შემდეგ აღმართულა იმ ადგილზე, სადაც ქრისტეს კვართი იყო დაკრძალული. ამ ადგილას ხის პატარა ზომის ეკლესია აიგო. მე-5 საუკუნის ბოლოს ვახტანგ გორგასალმა მის ადგილას უფრო დიდი ზომის სამნავიანი ბაზილიკური ტიპის ეკლესიის მშენებლობა დაიწყო. ხოლო უკვე გორგასლისეული სვეტიცხოვლის აღდგენა-მშენებლობას ხელი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა წმიდა მელქისედეკ პირველმა მოჰკიდა. მისი ბრძანებით, მე–11 საუკუნის დასაწყისში ხუროთმოძღვარმა არსაკიძემ ძველი ბაზილიკის ნაგებობა ჯვარ-გუმბათოვან ტაძრად გადააკეთა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

ზიმბაბვეს პრეზიდენტი რობერტ მუგაბე პირველად გამოჩნდა საჯაროდ მას შემდეგ, რაც ოთხშაბათს ძალაუფლება ქვეყნის სამხედროებმა აიღეს ხელში და იგი რამდენიმე დღის განმავლობაში შინაპატიმრობაში იმყოფებოდა.

60-ზე მეტი ცრუ ზარი იქნა მიღებული შეტყობინებით, რომ 50 ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო დამონტაჟებული ვლადიმერ პუტინის კორტეჟის სანკტ-პეტერბურგისკენ მიმავალი მარშრუტის გასწვრივ, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა.

ყველაზე კითხვადი
  1. საქართველოს 8000 წლის სოფელში არქეოლოგებმა მსოფლიოში ღვინის წარმოების ყველაზე ძველი ფაქტები აღმოაჩინეს - National Geographic-ი
  2. იაპონიაში მატარებლის დაგეგმილზე რამდენიმე წამით ადრე გამგზავრების გამო კომპანიამ ბოდიში მოიხადა
  3. ძლიერი, 7.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა ერაყ-ირანის საზღვრის სიახლოვეს
  4. გორის პოლიციამ დააკავა მამაკაცი, რომელმაც ყოფილ მეუღლეს არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა
  5. ვლადიმერ პუტინს კიმ ჩენ ინის წერილი გადასცეს, სადაც ფხენიანი აშშ-ზე ბირთვული თავდასხმის მზადყოფნას გამოხატავდა
  6. „გახარია თუ კარგად გაართმევს თავს შს მინისტრობას, ეს შეიძლება გახდეს მისთვის ტრამპლინი პრემიერ მინისტრობისთვის“ - თორნიკე შარაშენიძე
  7. საბრძოლო წყალქვეშა გემი, რომლის ბორტზე ეკიპაჟის 44 წევრი იმყოფება, არგენტინის სანაპიროებთან გაუჩინარდა
  8. შინაგან საქმეთა ახალმა მინისტრმა ახალი მოადგილეები დანიშნა
  9. საქართველოს საზღვრის სიახლოვეს, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მიწისძვრა მოხდა
  10. „ეს ბიბლიური წარღვნაა“ – სულ მცირე 14 ადამიანი დაიღუპა საბერძნეთში ძლიერი წვიმებით გამოწვეული წყალდიდობის შედეგად
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი