გიორგი კვირიკაშვილი მოქალაქეებს კონსტიტუციის ახალი რედაქციით მიღებას ულოცავს
14-10-2017, 11:05

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს მოქალაქეებს კონსტიტუციის - ქვეყნის ძირითადი კანონის ახალი რედაქციით მიღებას ულოცავს. პრემიერის შეფასებით, ეს არის დიდი წინგადადგმული ნაბიჯი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე.

 

 

„ეს არის თანამედროვე, დასავლური ტიპის, ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული დოკუმენტი, რომელიც უნდა იქცეს ჩვენი ქვეყნის თავისუფლების, პროგრესის, სტაბილურობის და ევროპული მომავლის შემდგომ გარანტად.

 


თითოეულმა ადამიანმა, ვინც მონაწილეობა მიიღო ქვეყნისთვის ამ უმნიშვნელოვანესი დოკუმენტის შემუშავების პროცესში, ვინც მხარი დაუჭირა დემოკრატიას და ხელისუფლების დანაწილების პრინციპებზე დაფუძნებული კონსტიტუციის მიღებას, მხარი დაუჭირა ჩვენი ქვეყნის წინსვლასა და სტაბილურ განვითარებას.

 


მინდა მადლობა გადავუხადო საკონსტიტუციო პროცესის მონაწილე ყველა მხარეს, საკონსტიტუციო კომისიის თითოეულ წევრს და რიგით მოქალაქეებს, რომლებიც მთელი წლის განმავლობაში ჩართული იყვნენ საკონსტიტუციო ცვლილებების ფორმირების პროცესში.

 


კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო ვენეციის კომისიას, რომელმაც ჩვენთან ერთად დიდი შრომა გასწია საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციის ფორმირებაში.

 

 

ვენეციის კომისიამ ქვეყნის კონსტიტუციური წესრიგის კონსოლიდირებისა და გაუმჯობესებისკენ გადადგმულ ნაბიჯად შეაფასა საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც დემოკრატიის, სამართლებრივი სახელმწიფოს და ფუნდამენტური უფლებების დაცვის პრინციპებს ეფუძნება.

 


კონსტიტუციის ახალი რედაქციის მიხედვით, ძლიერდება ოპოზიციის როლი და შესაძლებლობები, რაც ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში ძალიან მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.

 


მინდა მივულოცო ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, რომელთა მისწრაფებები და ღირებულებები ასახულია ქვეყნის მთავარ კანონში და დავარწმუნო ისინი, რომ ჩვენს მიერ დემოკრატიის განმტკიცებისა და განვითარებისკენ გადადგმული ყველა ნაბიჯი, მათ უკეთეს ხვალინდელ დღეზე აუცილებლად აისახება", აღნიშნულია გიორგი კვირიკაშვილის წერილში, რომელიც ცოტა ხნის წინ პრემიერ მინისტრის პრესსამსახურმა გაავრცელა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი