დეიმონ უილსონი: საქართველოს პრეზიდენტი სიმამაცით და ეფექტიანად ახმოვანებს საქართველოს პოზიციებს ქვეყნის შიგნით და საერთაშორისო ასპარეზზე
14-10-2017, 12:39

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ამერიკის ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელი ვიცე პრეზიდენტი დეიმონ უილსონი ოქროს საწმისის ორდენით დააჯილდოვა.

 


პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, დეიმონ უილსონს საქართველოს სახელმწიფო ჯილდო საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად საერთაშორისო თანამეგობრობის მობილიზებაში, საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის ხელშეწყობისა და საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობის განვითარების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის გადაეცა.

 

 

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, დეიმონ უილსონი საქართველოს დიდი მეგობარია, ადამიანი, რომელმაც მნიშვნელოვანი მხარდაჭერა გამოხატა და იმუშავა ჩვენი ქვეყნის გაძლიერებისათვის.

 

 

„ამ სულისკვეთებითა და ემოციით, მე მას გადავცემ უმაღლეს ჯილდოს, რომელიც უცხოელებს გადაეცემათ - ეს არის ოქროს საწმისის ორდენი", აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

 


„ჩემი კარიერის მანძილზე, მე მქონდა შესაძლებლობა მემუშავა საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებზე. მე ვმუშაობდი თეთრ სახლში საქართველოსათვის ძალიან მძიმე დღეებში, როდესაც რუსული სამხედრო თვითმფრინავები ბომბავდნენ ამ ქვეყანას და მე მქონდა გრძნობა, რომ არ დაგვისრულებია ჩვენი მუშაობა საქართველოსთან ალიანსის ჩამოყალიბებისა და ურთიერთობების განვითარების თვალსაზრისით.

 


ატლანტიკურ საბჭოში მუშაობის პროცესში კვლავ ამ საქმის ერთგული ვრჩები. ჩემთვის პატივია ასეთი ჯილდოს მიღება ჩემი საქმიანობისათვის და დიდად მადლიერი ვარ ამისათვის, მაგრამ ეს ჯილდო, ჩემთვის გამოწვევაცაა, რომ ჩვენი ჯერ კიდევ არ დაგვისრულებია მუშაობა და მტკიცედ ვხედავთ საქართველოს, როგორც დასავლეთის ნაწილს ჩვენი ალიანსის ფარგლებში და მისი ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების თვალსაზრისით. მადლობა გადავუხადე პრეზიდენტს მისი ხელმძღვანელობისათვის; ის სიმამაცით და ეფექტიანად ახმოვანებს საქართველოს პოზიციებს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო ასპარეზზე და ბევრს აკეთებს საქართველოს წარმოჩენისათვის, რითიც ძალიან ვამაყობთ", აღნიშნა უილსონმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი