შუახევის მერობის კანდიდატი ფრიდონ ფუტკარაძე: ჩვენ ერთად უნდა შევქმნათ ძლიერი შუახევი ძლიერი საქართველოსთვის
14-10-2017, 18:10

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ შუახევის მერობის კანდიდატი ფრიდონ ფუტკარაძე საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს.

 


მერობის კანდიდატი სოფლების, შუბნის, დარჩიძეების, კობალთის, წელათის, ტომაშეთისა და იაკობაურის მოსახლეობას შეხვდა. ფრიდონ ფუტკარაძემ ამომრჩეველთან ბოლო წლებში, მუნიციპალიტეტში განხორციელებული პროექტები შეაჯამა და მომავალი ოთხი წლის გეგმებზე ისაუბრა.

 


პარტიის პრესსამსახურის ცნობით, ამომრჩეველთან საუბრისას მერობის კანდიდატმა მუნიციპალიტეტში არსებულ პრობლემებზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ პრობლემები, შესაძლებლობების ფარგლებში, ეტაპობრივად და პრიორიტეტების მიხედვით მოგვარდება.

 


„მერად არჩევის შემთხვევაში, ჩემს გუნდთან ერთად, ყველა სოფელში გასვლასა და პრიორიტეტული საკითხების ადგილზე გაცნობას ვგეგმავ. მინდა ჩართული იყოთ მუნიციპალიტეტის მართვაში და ბიუჯეტის დაგეგმარებაში მიიღოთ მონაწილეობა. ჩვენ ერთად უნდა შევქმნათ ძლიერი შუახევი ძლიერი საქართველოსთვის“, განაცხადა ფრიდონ ფუტკარაძემ.  

 


შეხვედრის დასასრულს, მერობის კანდიდატმა მოსახლეობის მიერ, აქტუალურ საკითხებზე დასმულ კითხვებს უპასუხა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი